reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: მნიშვნელობა არ აქვს, საჯარო მოხელე სად მუშაობს, თუ დანაშაულს ჩაიდენს, მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:46
სამართალი
ირაკლი შოთაძე: მნიშვნელობა არ აქვს, საჯარო მოხელე სად მუშაობს, თუ დანაშაულს ჩაიდენს, მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ!
ავტორი:
17 ნოემბერი, 2015. 02:04


მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე პროკურატურამ მყისიერად იმოქმედა.


როგორც შოთაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" განაცხადა, მსგავსი შემთხვევა, რომ ადვოკატისთვის პოლიციაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოთ, პრაქტიკაში არ ჰქონია.


"ეს რა თქმა უნდა, იყო უპრეცენდენტო შემთხვევა. საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში და არ მსმენია, რომ ადვოკატისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოთ პოლიციაში. დაეკავებინოთ იმის გამო, რომ იგი ახორციელებდა თავის ვალდებულებებს, კონკრეტულად პროცესუალურ მოქმედებებს, შესაბამისად, ჩვენი რეაქცია ამ ყველაფერზე იყო მყისიერი. იმავე დღეს დავიწყეთ გამოძიება ამ ფაქტზე და ფაქტობრივად რამდენიმე დღეში დავადგინეთ, რომ მეხუთე განმყოფილების უფროსის მხრიდან აშკარად ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით. რაც შეეხება დაზარალებული გიორგი მდინარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ადმაიანები არიან პასუხისგებაში მისაცემი, ამ ეტაპზე შესაბამისი საფუძველი რომ გვქონდეს, სხვა პოლიციელების სამართლებრივ დევნაზე, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებდით, თუმცა დადგენილია და თვითონ მდინარაძის ჩვენებაშიც ასე წერია, რომ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა განყოფილების უფროსი. შესაბამისად, ბრალდებულ კვირკვაიას შეფარდებული აქვს პატიმრობა", - განაცხადა შოთაძემ.


მისი თქმით, საკმაოდ უსიამოვნოა, როდესაც პოლიციელის, თანამდებობის პირის მიცემა ხდება პასუხისგებაში ძალადობრივი დანაშაულისათვის.


"თუმცა ამ შემთხვევაში ვართ შეურიგებელნი და ნებისმიერი, მნიშვნელობა არ აქვს, საჯარო მოხელე სად მუშაობს, თუ დანაშაულს ჩაიდენს, მკაცრ და მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ", - განაცხადა შოთაძემ.      


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016