ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებაში საფრანგეთის ტერაქტს გამოეხმაურა და მრევლს სახარების კითხვაზე ლოცა-კურთხევა მისცა.
"ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არ განმეორდეს არსად, ხალხი ლოცულობს მშვიდობისთვის და მე გაძლევთ ლოცვა-კურთხევას ყოველ დღე წაიკითხოთ 40 დღის მანძილზე სახარების ერთი თავი, რომ მშვიდობამ იზეიმოს ჩვენში და მსოფლიოში.
ღმერთმა დალოცოს და აცხოვნოს ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს იმათ ვინც დაჭრილია, ჩვენ ვიზიარებთ ოჯახების, გამწრებული ოჯახების მწუხარებას", - ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ ადამიანი ხშირად ბოროტებას უნებისყოფობის გამო სჩადის.
„ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ძალა ღვთისა და მშვიდობა უფლისა სუფევდეს მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვიან ერთმანეთს. ეს მუდამ იყო, მაგრამ ამ ბოლო წლებსა და ათწლეულებში ეს გაძლიერდა.
ჩვენი დიდი პოეტი ამბობს, "ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია," ჩვენ შევთხოვთ უფალს კეთილმა სძლიოს ბოროტსა, ბოროტი გამოვლინდება ძალიან ხშირად, ადამიანის ბოროტი ნებისყოფით. თქვენ იცით მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას, იქ მოხდა მსხვერპლი და ჩვენ ვლოცულობთ მათთვის."