reportiori.ge - ბადრი ნაჭყებია: მომავალი ბრეივიკებისაც უნდა გვეშინოდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:07
ინტერვიუ
ბადრი ნაჭყებია: მომავალი ბრეივიკებისაც უნდა გვეშინოდეს!
18 ნოემბერი, 2015. 19:26



ტერორიზმის და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების  შესახებ „რეპორტიორს" ესაუბრა. მისი თქმით, ევროპას არა მხოლოდ ისლამური სახელმწიფოსგან", თავად ევროპელი ტერორისტებისგანაც ელის საფრთხე.

 

- საფრანგეთი ყოველთვის იყო ტერორისტული აქტივობის სამიზნე. „შარლი ებდოს" შემდეგ ევროპულმა პოლიტკორექტულობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ ტრაგედიაში. ხედავთ, ალბათ, რა სერიოზული ოპერაციები მიმდინარეობს საფრანგეთში და ბელგიაში. ახლა ლაპარაკობენ, რომ უნდა ყოფილიყო სათანადო ზომები მიღებული... პარიზის ტერაქტებამდე 2 დღით ადრე ტერორისტებმა ყურადღება გადაიტანეს საზღვაო ქალაქ ტულონზე - თითქოს იქ აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას. ფრანგულმა სპეცსამსახურებმა საზოგადოებას მოახსენეს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ტერაქტის საშიშროება აღკვეთილია. ვფიქრობ, ეს იყო ცრუ მანევრი, რომელიც ტერორისტებმა გაითამაშეს ტულონში ყურადღების გადასატანად და შემდეგ პარიზში მოაწყვეს საზარელი ტრაგედია.


- რა ტიპის ტერორისტული აქტი იყო პარიზის თავდასხმები, რა აჩვენა მან?


- ამ ტერორისტულ აქტში ახალი არის ის, რომ მოხდა ტერორისტული ორგანიზაციების ინტელექტუალური სახის გამოჩენა და მათი, ვინც ამას გეგმავს. ფაქტობრივად, მათ გამოიყენეს 2 ტერორისტული აქტის სინთეზი. ერთი: 2002 წლის ტერაქტი დუბროვკაზე და მეორე - ნოემბრის ტერორისტული აქტი, როცა ტერორისტულმა ორგანიზაციამ აიღო 12-მილიონიანი ქალაქი მუმბაი და 3 დღის განმავლობაში ატერორებდა ინდოეთს. წარმოიდგინეთ, რამდენმა კაცმა გაუკეთა ნეიტრალიზაცია ამხელა ქალაქ მუმბაის - მხოლოდ 10-მა კაცმა. იგივე მეთოდი იქნა გამოყენებული პარიზში და ტერორისტების იგივე რაოდენობა. ფრანგმა სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს ტერორისტული ბუდეების განეიტრალება. საფრანგეთში მდებარეობს რადიკალური მეჩეთები, ამის შესახებ ფრანგმა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, მაგრამ ეს ოპერაციები არ ჩაატარა, როცა საჭირო იყო, თუნდაც ერთი თვით ადრე. გარდა ამისა, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურებს შორის არ არსებობს კონსოლიდაცია, რის შედეგებსაც ვიმკით.


- რამდენად უსაფრთხოა დღეს ევროპაში მოგზაურობა?


- დღეს ევროპაში წასვლა უსაფრთხო აღარ არის. ყველას ვურჩევ, უახლოესი სამი თვის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, გერმანია. აგრეთვე აღმოსავლეთ ქვეყნებში: ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია. იგივე ეხება სკანდინავიურ ქვეყნებსაც. ბრეივიკის ეფექტზე მინდა ვთქვა - ევროპელი ტერორისტის გამოჩენა ეს არის რეალობა. მომავალი ბრეივიკებისაც უნდა გვეშინოდეს - ამას ხაზგასმით ვამბობ.

 

- ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან რა სახის საფრთხე ემუქრება საქართველოს?


- არის მოსაზრება, რომ საქართველო პატარა, უმნიშვნელო ქვეყანაა და ჩვენ არ შეგვეხებიან - ეს არის ძალიან მცდარი წარმოდგენა. მაგალითისთვის, 2004 წლის ესპანეთის ტერაქტი, რა დროსაც 195 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთზე ტერორისტულ თავდასხმას არავინ ელოდა, რადგან ეს არ იყო წამყვანი ანტიტერორისტული ქვეყანა. არავინ არ არის დაცული ტერორიზმისგან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენ ანტიტერორისტული კოალიციის წევრი ვართ, საფრთხე რეალურია. ჩვენი სპეცსამსახურები ძალიან ფხიზლად უნდა იყვნენ. საზღვრები ასე გაღებული არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს. ყველა ემიგრანტი უნდა იყოს გაკონტროლებული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016