თეა კიკნაველიძე: გიორგი გოგიჩაიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გაათავისუფლეს
„ფეისბუქის"-მომხმარებელი თეა კიკნაველიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი „პირველი არხიდან" დაითხოვეს და არანაირი განმარტება არ მიუციათ მიზეზის შესახებ:
„რა ხდება საზოგადოებრივ ტელევიზიაში?
დაიწყო ნადირობა ნიჭიერ,ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ადამიანებზე.
ადამიანი,რომლის სახელთანაც არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა „ბასტი-ბუბუ",სადაც არაერთი ნიჭიერი თაობა გაიზარდა, ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობას მიუძღვნა - გიორგი გოგიჩაიშვილი, „გოგიჩა", ტელევიზიიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს.
ჯერ იყო და დახურეს „პირველი არხის" ყველაზე რეიტინგული საბავშვო გადაცემა „ყოჩაღების ქუჩაზე", რომლის წამყვანიც ასევე გოგიჩა გახლდათ (ვითომ რამე უკეთესი მოიგონეს), ახლა კი ადამიანი საერთოდ ტელევიზიას მოაშორეს. ალბათ, გულგრილი არ დარჩებიან ბავშვები და მათი მშობლები საყვარელი ტელეწამყვანის გარშემო მომხდარი ფაქტის მიმართ" - აღნიშნავს თეა კიკნაველიძე სტატუსში, სადაც თავად გიორგი გოგიჩაიშვილიც ჰყავს მონიშნული.
სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავად გიორგი გოგიჩაიშვილს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია...