reportiori.ge - ბონდო მძინარაშვილი: მედიაკავშირ „ობიექტივს“ პროკურორობის არც ერთი კანდიდატისთვის რეკომენდაცია არ გაუწევია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:48
მედია
ბონდო მძინარაშვილი: მედიაკავშირ „ობიექტივს“ პროკურორობის არც ერთი კანდიდატისთვის რეკომენდაცია არ გაუწევია
ავტორი:
19 ნოემბერი, 2015. 00:47


მედიაკავშირი „ობიექტივი" საქართველის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და საპროკურორო საბჭოს  მთავარი პროკურორობის კანდიდატებიდან, ერთ-ერთი კანდიდატის, ნანა რევაზიშვილის  სარეკომენდაციო წერილში არსებული ცდომილების გამოსწორებისკენ მოუწოდებს.


როგორც „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი, ბონდო მძინარაშვილი აღნიშნავს, ნანა რევაზიშვილის მონაცემებში წერია, რომ მას რეკომენდაცია მედიაკავშირმა „ობიექტივმა" გაუწია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.


„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„მედიაკავშირ „ობიექტივის"  განცხადება

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა მთავარი პროკურორობის კანდიდატები - ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე.

წერილის დანართში მითითებულია კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, სუსტი და ძლიერი მხარეები და რეკომენდატორები. ამ წარდგენის და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატის - ნანა რევაზიშვილის რეკომენდატორთა შორის დასახელებულია მედიაკავშირი "ობიექტივი".

მედიაკავშირი "ობიექტივი" ხაზგასმით აცხადებს, რომ პროკურორობის არც ერთი კანდიდატისთვის არ გაუწევია რეკომენდაცია.

როგორც გავარკვიეთ, ქალბატონ ნანა რევაზიშვილს რეკომენდაცია გაუწია "ობიექტივის" ერთ-ერთმა მოწვეულმა წამყვანმა, რომელმაც ამ რეკომენდაციის შესახებ არ აცნობა მედიაკავშირის გამგეობას და ხელმძღვანელობას. "ობიექტივის" 100-ზე მეტი მოწვეული წამყვანიდან "ობიექტივის" სახელით რეკომენდაციების მიცემის უფლება არავის აქვს.

მედიაკავშირი "ობიექტივი" სთხოვს იუსტიციის სამინისტროს, გამოასწოროს შეცდომა და საიტზე განთავსებული ოფიციალური დოკუმენტი შეასწოროს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პროკურორობის კანდიდატების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაში ეჭვი არ გვეპარება და ვიმედოვნებთ, საპროკურორო საბჭო ღირსეულთა შორის ღირსეულს შეარჩევს მთავარ პროკურორად.

 

ბონდო მძინარაშვილი,

მედიაკავშირ "ობიექტივის" მთავარი რედაქტორი."


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016