reportiori.ge - შსს-ს ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:21
სამართალი
შსს-ს ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
ავტორი:
19 ნოემბერი, 2015. 10:39



საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ტაიფუნ კარაკაპლანი დააკავეს.


აღნიშნული პირი ვისბადენის ინტერპოლის მიერ 19.06.2013 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. მას გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 242-ე, 244-ე, 263-ე, 263 ა-ე, 267-ე, 22, 52, 53, 54 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, რაც ქურდობას, ქურდობას საცხოვრებელში შეჭრით, თაღლითობას, კომპიუტერულ თაღლითობას ითვალისწინებს.


ტაიფუნ კარაკაპლანმა ბანკში სესხის მიღების მიზნით, ხელფასის ცნობა და შრომითი ხელშეკრულება გააყალბა. დოკუმენტებში არსებულმა მთელმა რიგმა უზუსტობებმა გამოიწვია ეჭვი, რომ საბუთები გაყალბებული იყო და სესხის გაცემა არ განხორციელდა. ბრალდებულმა ასევე კუსტარულად დამზადებული გასაღების გამოყენებით საცხოვრებელ ბინაში შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა; ასევე მოპარული საბანკო ბარათის გამოყენებით, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ოთხჯერ განახორციელა საგადასახადო ოპერაცია, რის შედეგადაც 1 000 ევრო მიითვისა.


ამჟამად ტაიფუნ კარაკაპლანის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016