reportiori.ge - "მე, სამი შვილის დედა, თავს არ ვიცოცხლებ!", - დაზარალებული ნინო ყუშიტაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:32
სამართალი
"მე, სამი შვილის დედა, თავს არ ვიცოცხლებ!", - დაზარალებული ნინო ყუშიტაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
19 ნოემბერი, 2015. 15:40




იპოთეკით დაზარალებული ნინო ყუშიტაშვილი საქართველოს მთავრობას, პარლამენტს დახმარებას სთხოვს. იპოთეკით დაზარალებულთა სახელით, ის მიმართვს საქართველოს მთავრობას, შეიქმნას ფონდი, რომელიც სესხებს დაბალი პროცენტით გასცემს. ყუშიტაშვილის თქმით, დაბალპროცენტიანი სესხების შესახებ დაპირება „ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე გასცა, თუმცა, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია, იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემა კი კვლავაც პრობლემად რჩება.


ყუშიტაშვილი 2013 წლის 7 აგვისტოს საგარეჯოში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს.  დაზარალებული ქალბატონი მომხდარს უკანონობად აფასებს. მისი თქმით, იმ პერიოდში ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამოსახლების პროცესი 6 თვით იყო შეჩერებული, თუმცა მისი გამოსახლება მაინც მოხდა.


„იმ პერიოდში ვიმყოფებოდი იპოთეკით დაზარალებულებთან ერთად ქუთაისში, პარლამენტში, სადაც შევხვდით დავით უსუფაშვილს, გედევან ფოფხაძეს და ეკა ბესელიას. მათ გვითხრეს, რომ გამოსახლების პროცესი 6 თვით შეჩერდა. მიუხედავად ამისა, ჩემი გამოსახლება მაინც მოხდა. ამას კურირებდა პროკურატურაში გაგა დიღმელაშვილი, რომელმაც „უპატრონა" ჩემს მევახშეს მანანა აძიშვილს, ამიტომაც მოხდა ჩემი გამოსახლება. ამასთან, პროცესი დააჩქარეს. მე მქონდა გამოსახლების ოქმი გასაჩივრებული შსს-ში. ამ ოქმს ჰქონდა თავისი ვადა - 10 დღე. თუმცა დააჩქარეს და 5 დღით ადრე გამომასახლეს. გაგა დიღმელაშვილი დღემდე ხელს აფარებს მანანა აძიშვილს, რომ ამ პიროვნებამ ჩემი სახლი მოტყუებით ჩაიგდო ხელში. ვალი მქონდა აღებული 9100 დოლარი, სახლი კი შეფასებულია 24 000 დოლარად... მანანა აძიშვილის, გიორგი საგიანის, მარინა ნონიკაშვილის მიერ საგარეჯოში ბინებიდან გამოსახლება დღემდე ხდება..." - განაცხადა ყუშიტაშვილმა.


მისი თქმით, მან არაერთხელ მიმართა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს. „მათ მითხრეს, რომ იციან ჩემი მდგომარეობის შესახებ, თუმცა, რეალური ნაბიჯები ამ დრომდე არ იდგმება", - აღნიშნა მან.


დაზარალებული მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს და ახსენებს დაპირებას დაბალპროცენტიანი სესხების გაცემასთან დაკავშირებით.


„ერთადერთი გამოსავალია, მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც გვაძლევდა დაპირებას, რომ მოხდებოდა დაბალპროცენტიანი სესხის გაცემა. ვთხოვ მას და ირაკლი ღარიბაშვილს, მოგვაქციონ ყურადღება და ნუ დაგვტოვებენ ამ მდგომარეობაში. თუ არ მოხდება ყურადღების გამოჩენა, მივმართავ უკიდურეს ფორმას - მე, სამი შვილის დედა, თავს არ ვიცოცხლებ", - აცხადებს ყუშიტაშვილი.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016