reportiori.ge - რუსთავის N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:46
რეგიონები
რუსთავის N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დაიწყო
ავტორი:
19 ნოემბერი, 2015. 18:58



ევროკავშირის „მერების შეთანხმების"  სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის (CoMDeP) ფარგლებში, დღეს, რუსთავის #6 საბავშვო ბაგა-ბაღის სრული ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დაიწყო.


სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფო ჯიქია და მდგრადი ენერგეტიკისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორი კარინა მელიქიძე ადგილზე გაეცნენ.


პროექტს - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (№6 №40 №41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით" - ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი და ქალაქ რუსთავის მერია ერთობლივად ახორციელებენ.


პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში №6 საბავშვო ბაღში გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის, ახალი ელექტროტექნიკური სისტემის, ენერგოეფექტური ფანჯრების დამონტაჟება მოხდება. მეორე ეტაპისთვის განხორციელდება შენობის გარე კონსტრუქციის დათბუნება. პირველი ეტაპის სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დასრულდება. რეკონსტრუქციის სამუშაოებს სააქციო საზოგადოება „საქფეთქმრეწვი" ასრულებს.


 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016