reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: სუბოტექსის დეკრიმინალიზაციის შესახებ ადვოკატები საკონსტიტუციო სარჩელს ვამზადებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:35
სამართალი
შალვა ხაჭაპურიძე: სუბოტექსის დეკრიმინალიზაციის შესახებ ადვოკატები საკონსტიტუციო სარჩელს ვამზადებთ
20 ნოემბერი, 2015. 15:15


„თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, უნდა მოხდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებით კანონების ლიბერალიზაცია", - ამის შესახებ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს. ის სწორს უწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 70 გრამამდე მარიხუანას შენახვა დასჯადი აღარ იქნება. ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, ადვოკატთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლის თანახმადაც, სუბოტექსისა და სუბომაქსის მოხმარება დასჯადი აღარ უნდა იყოს.

 

„ადვოკატთა ჯგუფი ვმუშაობთ ახალ სარჩელზე, რომლითაც მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს სარჩელი დაკავშირებულია ფსიქოტროპული ნივთიერებების: სუბოტექსის და სუბომაქსის, როგორც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დასჯად ქმედებად გაუქმებასთან. სარჩელზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. ვფიქრობთ, ყველა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც საქართველოში შემოდის და მოიხმარება, მისი გარკვეული ოდენობა, გონივრულ ზღვარზე, არ უნდა იყოს დასჯადი. ახალს არაფერს ვამბობთ, ეს არის ევროპული სტანდარტი, ევროპული მიდგომა, რომ ნორმალური ევროპული სახელმწიფოები ნარკოტიკის მომხმარებლებს განიხილავენ არა როგორც კრიმინალებს, არამედ ადამიანებს, რომელსაც სჭირდებათ მკურნალობა; მათი სამკურნალო დაწესებულება კი ნამდვილად არ არის ციხე. მივმართავ იმ პატიმრებს, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის სასჯელს იხდიან, მოგვმართონ, რომ აღმოუვიჩინოთ სამართლებრივი დახმარება", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ხაჭაპურიძე „რეპორტიორს" ესაუბრა, ნარკოტიკებისა და იარაღის „ჩადებაა". მისი თქმით, ეს პრაქტიკა დღემდე გრძელდება.

 

„ავადსახსენებელი პრაქტიკა, რასაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა, დღესაც გრძელდება. ამის მსხვერპლი გახდა პატიმარი რევაზ ანთიძე. მას ნარკოტიკი ჩაუდო მირზოევმა, რომელიც ამჟამად სააკაშვილთან იმყოფება. ნარკოტიკები მას ჩაუდეს დემონსტრაციულად, ამის მომსწრე უამრავი ადამიანია. მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მიუსაჯა 8-წლიანი პატიმრობა, ამჟამად საქმე გასაჩივრებულია საპელაციო სასამართლოში. ეს ერთ-ერთი ნიმუშია ამ ე.წ. ჩადებების. ანთიძე დღესაც შიმშილობს, არ აპირებს პოზიციების დათმობას და ბოლომდე იბრძოლებს. სამწუხაროა, რომ საქართველომ ეს სენი ვერ მოიშორა", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016