reportiori.ge - შსს-მ თბილისში კანონიერი ქურდი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:22
სამართალი
შსს-მ თბილისში კანონიერი ქურდი დააკავა
ავტორი:
21 ნოემბერი, 2015. 10:17



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ლ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ ლ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. ბრალდებული ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით ქურდული სამყაროს მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავს. რევაზ ლ-ს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრებთან, ასევე აქტიურად მოქმედებდა ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში.


აგრეთვე დადგინდა, რომ 2011 წელს რევაზ ლ. საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, საქართველოსა და საფრანგეთში ქურდული საერთოს - ე.წ. „ობშიაკის" თანხების შეგროვებისა და განკარგვის საკითხებში მონაწილეობდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016