ზუგდიდში, პოლიცილის დაჭრისთვის ბრალდებული კონსტანტინე გულორდავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. გულორდავას ოჯახის წევრები და ახლობლები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. შეკრებილებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია შეხვდა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„ძალინ რთული მოსასმენი და სანახავი იყო ის, რაც მოხდა, თუმცა, საგამოძიებო ორგანოებს თავისი საპროცესო წესები აქვთ, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. სამართლდამცავი ორგანოები ყველაფერს გამოიკვლევენ, ამას დრო სჭირდება და ამის შემდეგ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გულორდავამ საკუთარი მეჯვარე, პოლიციელი გოგა ანჩაბაძე დაჭრა, რომელიც მისი მეუღლის გაუპატიურებას ცდილობდა.