reportiori.ge - სოზარ სუბარი: ყველა ტელევიზიას და ტელეჟურნალისტს ვულოცავ დღევანდელ დღეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:36
მედია
სოზარ სუბარი: ყველა ტელევიზიას და ტელეჟურნალისტს ვულოცავ დღევანდელ დღეს
ავტორი:
21 ნოემბერი, 2015. 13:17



ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


„21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა. თანამედროვე მსოფლიოში საფრთხე ჟურნალისტის მოღვაწეობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ტელეჟურნალისტის, რეპორტიორის საქმიანობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული - მუშაობს შეიარაღებული კონფლიქტის, სამოქალაქო არეულობის დროს, აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენებს, სენსაციურ ფაქტებს, სააშკარაოზე გამოაქვს, რაც დაფარულია. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხშირად განიცდის მუქარას, დევნას... საკმაოდ მაღალია საერთაშორისო ჟურნალისტების დაღუპვის მაჩვენებელი, კონფლიქტის ზონებში დაღუპული ყოველი მეოთხე საერთაშორისო ჟურნალისტია. დღეს, 21 ნოემბერს, მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1996 წელს მიიღო, როცა პირველად ჩატარდა მსოფლიო სატელევიზიო ფორუმი. ყველა ტელევიზიასა და ტელეჟურნალისტს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ დამოუკიდებლობას, ობიექტურობას, ოპერატიულობას და ბევრ ექსკლუზიურ მასალას", - აცხადებს სოზარ სუბარი.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016