ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა. თანამედროვე მსოფლიოში საფრთხე ჟურნალისტის მოღვაწეობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ტელეჟურნალისტის, რეპორტიორის საქმიანობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული - მუშაობს შეიარაღებული კონფლიქტის, სამოქალაქო არეულობის დროს, აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენებს, სენსაციურ ფაქტებს, სააშკარაოზე გამოაქვს, რაც დაფარულია. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხშირად განიცდის მუქარას, დევნას... საკმაოდ მაღალია საერთაშორისო ჟურნალისტების დაღუპვის მაჩვენებელი, კონფლიქტის ზონებში დაღუპული ყოველი მეოთხე საერთაშორისო ჟურნალისტია. დღეს, 21 ნოემბერს, მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1996 წელს მიიღო, როცა პირველად ჩატარდა მსოფლიო სატელევიზიო ფორუმი. ყველა ტელევიზიასა და ტელეჟურნალისტს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ დამოუკიდებლობას, ობიექტურობას, ოპერატიულობას და ბევრ ექსკლუზიურ მასალას", - აცხადებს სოზარ სუბარი.