reportiori.ge - მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერი საპროკურორო საბჭოს საიტზე გამოქვეყნდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:25
სამართალი
მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერი საპროკურორო საბჭოს საიტზე გამოქვეყნდა
ავტორი:
21 ნოემბერი, 2015. 16:12



საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.



გასაუბრებების დასრულების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა, რასაც დამკვირვებლის სტატუსით არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და საექსპერტო წრეები, ასევე, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


 

მიუხედავად იმისა, რომ საპროკურორო საბჭოს დებულებით" დადგენილი წესით არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან საპროკურორო საბჭოს გასაუბრების აუდიოჩანაწერები არ გამოუთხოვია, რისი უფლებაც მათ ჰქონდათ და იუსტიციის მინისტრის მიერ საჯაროდ განემარტათ კიდეც კენჭისყრის დღეს, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გასაუბრების აუდიოჩანაწერები პროაქტიულად გამოქვეყნდა გუშინ, 20 ნოემბერს, და საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა. კანდიდატებს ეცნობათ საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე გასაუბრების ჩანაწერების განთავსების შესახებ.

ვლადიმერ გაბრიჩიძის, ნანა რევაზიშვილისა და ირაკლი შოთაძის გასაუბრება საპროკურორო საბჭოს წევრებთან 19 ნოემბერს შედგა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საბჭოს წევრებს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა, საბჭოს წევრები თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად გაესაუბრნენ. გასაუბრებების დასრულების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. მას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და საექსპერტო წრეები, ასევე, მედიის წარმომადგენლები. გამარჯვებულ კანდიდატად ირაკლი შოთაძე დასახელდა. მან 13 დადებითი და 1 უარყოფითი ხმა მიიღო; მეორე კანდიდატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ 12 უარყოფითი ხმა მიიღო და არცერთი დადებითი; მესამე კანდიდატ ნანა რევაზიშვილს მხოლოდ 1 წევრმა მისცა დადებითი ხმა, ხოლო 12 წევრმა - უარყოფითი.

მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი შეხვედრები გამართა და სამი კანდიდატურა დაასახელა, რომელთაგან თითოეულის რეკომენდატორები არასამთავრობო ორგანიზაციები ან/და აკადემიური წრეები იყვნენ. იუსტიციის მინისტრის მიერ თითოეული კანდიდატის წარდგინება კანონის შესაბამისად დასაბუთდა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საპროკურორო საბჭოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას", - ნათქვამია განცხადებაში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016