reportiori.ge - ტერორიზმის ბრალდებით პანკისელი დავით ბორჩაშვილი დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:50
სამართალი
ტერორიზმის ბრალდებით პანკისელი დავით ბორჩაშვილი დააკავეს
ავტორი:
22 ნოემბერი, 2015. 11:41


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პანკისელი დავით ბორჩაშვილი დააკავეს.  



უწყების ინფორმაციით, ბორჩაშვილი სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.



აღსანიშნავია, რომ  გუშინ, პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც  ადგილობრივებმა 29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა მოითხოვეს. ბორჩაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნებისას კი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და უკან გააბრუნეს. ოჯახის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი მძიმე ავადმყოფია და საქართველოში სამკურნალოდ ბრუნდებოდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016