reportiori.ge - შურიკოვი სააკაშვილს: ქართული მაფია შექმენი ოდესაში! გამყიდველი ხარ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:49
მსოფლიო
შურიკოვი სააკაშვილს: ქართული მაფია შექმენი ოდესაში! გამყიდველი ხარ!
ავტორი:
22 ნოემბერი, 2015. 23:50


ოდესის „საპორტო ქარხნის" დირექტორის მოადგილემ ნიკოლაი შურიკოვმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვლს, უკრაინულ გადაცემა „Шустер live"-ში, " მიმართა და იგი ოდესაში ქართული მაფიის შექმნაში დაადანაშაულა.


„თქვენ აქ, უკრაინის გასანადგურებლად ჩამოხვედით, თქვენ რეალური გამყიდველი ხართ და მტერს წარმოადგენთ ამ ქვეყნსთვის. იმას, რასაც თქვენ გააკეთებთ, ხალხი დაინახავს და ეს თქვენი პოპულიზმი თავის საქმეს გააკეთებს ეკრანებზე. თქვენ ხართ მტერი, უკრაინის მტერი, მე ამას დავამტკიცებ, დამიჯერეთ, მე მოვალ სასამართლოებზე და თქვენ არცერთი ქვეყანა არ მიგიღებთ.

 

თქვენ ანადგურებთ ყველაფერს, თქვენ შექმენით ქართული მაფია ოდესაში. ჩვენ დავუბრუნდებით ამ საუბარს ზუსტად ერთ თვეში, მაშინ, როცა მე წარმოვადგენ ციფრებს, როცა მე დავამტკიცებ, რომ ეფექტური მენეჯერი ვარ, 12 წელია უკვე, რაც სახელმწიფო ორგანოებში ვმუშაობ, სადაც მე პატივს მცემენ. მე ვაშენებდი არხებს, გემებს და თქვენ რა ააშენეთ? თქვენ გაანადგურეთ თქვენი ავტორიტეტი საქართველოში, მიატოვეთ იქ ხალხი და თქვენზე იქ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელსაც გაურბიხართ", - მიმართავს ნიკოლაი შურიკოვი სააკაშვილს.


"ოდესის საპორტო ქარხნის" დირექტორის მოადგილე ნიკოლაი შურიკოვი, ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს, ქარხნის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გუბერნატორი მედიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.


 






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016