ოდესის „საპორტო ქარხნის" დირექტორის მოადგილემ ნიკოლაი შურიკოვმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვლს, უკრაინულ გადაცემა „Шустер live"-ში, " მიმართა და იგი ოდესაში ქართული მაფიის შექმნაში დაადანაშაულა.
„თქვენ აქ, უკრაინის გასანადგურებლად ჩამოხვედით, თქვენ რეალური გამყიდველი ხართ და მტერს წარმოადგენთ ამ ქვეყნსთვის. იმას, რასაც თქვენ გააკეთებთ, ხალხი დაინახავს და ეს თქვენი პოპულიზმი თავის საქმეს გააკეთებს ეკრანებზე. თქვენ ხართ მტერი, უკრაინის მტერი, მე ამას დავამტკიცებ, დამიჯერეთ, მე მოვალ სასამართლოებზე და თქვენ არცერთი ქვეყანა არ მიგიღებთ.
თქვენ ანადგურებთ ყველაფერს, თქვენ შექმენით ქართული მაფია ოდესაში. ჩვენ დავუბრუნდებით ამ საუბარს ზუსტად ერთ თვეში, მაშინ, როცა მე წარმოვადგენ ციფრებს, როცა მე დავამტკიცებ, რომ ეფექტური მენეჯერი ვარ, 12 წელია უკვე, რაც სახელმწიფო ორგანოებში ვმუშაობ, სადაც მე პატივს მცემენ. მე ვაშენებდი არხებს, გემებს და თქვენ რა ააშენეთ? თქვენ გაანადგურეთ თქვენი ავტორიტეტი საქართველოში, მიატოვეთ იქ ხალხი და თქვენზე იქ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელსაც გაურბიხართ", - მიმართავს ნიკოლაი შურიკოვი სააკაშვილს.
"ოდესის საპორტო ქარხნის" დირექტორის მოადგილე ნიკოლაი შურიკოვი, ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს, ქარხნის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გუბერნატორი მედიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.