reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: დავით ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ კავშირი ჰქონდა „სირიის თავისუფალ არმიასთან“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:53
სამართალი
გელა ნიკოლაიშვილი: დავით ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ კავშირი ჰქონდა „სირიის თავისუფალ არმიასთან“
ავტორი:
23 ნოემბერი, 2015. 13:25



ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმის მასალებს ეცნობა.



ნიკოლაიშვილის გაცხადებით, დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალს დღესვე, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წარუდგენენ, სადაც დაკავების შემდეგ მოათავსეს.



მისი თქმით, დავით ბორჩაშვილი კატეგორიულად უარყოფს ისლამური სახელმწიფოს წევრობას, აცხადებს, რომ მას კავშირი ჰქონდა „სირიის თავისუფალ არმიასთან", რომელიც არ მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციად და ებრძვის როგორც „ისლამურ სახელმწიფოს", ასევე ბაშარ ალ ასადის რეჟიმს.



რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს, როგორც გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, ვიდეოებში, სადაც ადამიანს კრძალავენ, სახეები არ ჩანს და შეუძლებელია ბორჩაშვილის ამოცნობა.



ერთი მხრივ, იგი იყო სირიაში და ეს გახმაურებული ფაქტია. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერორისტებთან აქვს კავშირი, თუმცა გამოძიებამ იცოდა, რომ ეს სიმართლე არ არის და მას სხვა ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი, ამის გაცხადება კი რთული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, იგი პირველ ეტაპზე საქართველოში შემოსვლის შემდეგ უკან გააბრუნეს, თუმცა თურქეთმა გაუკეთა დეპორტაცია და კვლავ დააბრუნა ქვეყანაში. ცნობილია, რომ თავისუფალი არმია", რომელთანაც კავშირი ჰქონდა ბორჩაშვილს, რუსეთის ხელისუფლების მიერ მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციად, რადგან ის ებრძვის ასადის რეჟიმს. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ რუსეთის ფაქტორი იყო მიზეზი მისი საქართველოდან გაბრუნება, მეორე - მხრივ კი დასავლეთის. პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ქართველმა სამართალდამცავებმა არჩიეს, იგი გაებრუნებინათ საქართველოდან, როდესაც უკან დაბრუნდა იძულებული იყვნენ, რომ დაეკავებინათ", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016