reportiori.ge - პატრიარქი: მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:54
რელიგია
პატრიარქი: მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული
ავტორი:
23 ნოემბერი, 2015. 13:34




ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, წმინდა გიორგი არის სიმბოლო და მფარველი  საქართველოსი.


უწმინდესმა ტაძარში შეკრებილთ მიმართა, რომ წმინდა გიორგის ტროპარი ერთად ეთქვათ.

 

„მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან. როცა ადამიანს ჰგონია, რომ ის მიტოვებულია ხალხისაგან, ღვთისაგან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთანაა. უფალი ჩვენს გვერდითაა", - აღნიშნა პატრიარქმა.


უწმინდესის თქმით, ბოროტება მუდამ ებრძოდა სიკეთეს, მაგრამ სიკეთემ უნდა იმარჯვოს. პატრიარქმა ქადაგებისას გაიხსენა წმინდა გიორგის ცხოვრება.


უწმინდესმა ასევე იმპერატორი დიოკლეტიანე გაიხსენა, რომელაც აწამა წმინდა გიორგი. უწმინდესის თქმით, ცხოვრების ბოლოს დიოკლეტიანემ მიატოვა სამეფო და საკუთარ მამულში წავიდა, როდესაც მას სთხოვდნენ ტახტზე დაბრუნებას, მან უარი განუცხადა.

 

„თქვენ რომ იცოდეთ, როგორი კომბოსტო მოვიყვანე ამას აღარ მეტყოდით", - განუცხადა დიოკლეტიამემ მათ. ის ფიქრობდა, რომ კომბოსტოს მოყვანა უფრო მთავარი იყო, ვიდრე მეფობა. ალბათ, ის დარწმუნდა, რომ ბოროტებას ბოროტება კი არ კურნავს, არამედ სიყვარული", - აღნიშნა პატრიარქმა.


უწმინდესმა პრემიერ-მინისტრს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა და ხელისუფლების წევრები დალოცა.


ტაძარში მსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016