reportiori.ge - რატომ ჩააგდო პარლამენტმა ქუცნაშვილის ინიციატივა, პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით? - ელისო ჩაფიძე პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:22
ინტერვიუ
რატომ ჩააგდო პარლამენტმა ქუცნაშვილის ინიციატივა, პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით? - ელისო ჩაფიძე პასუხობს
ავტორი:
23 ნოემბერი, 2015. 14:52



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე „რეპორტიორს" ტერორიზმის საფრთხეებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა:


- ტერორიზმის საფრთხე არ არის ერთი კონკრეტული სახელმწიფოს, ეროვნების ან რელიგიური აღმსარებლობის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე. ამიტომ, მსოფლიო ერთობლივი ძალებით უნდა ებრძოლოს მას. ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ ძალოვანი ღონისძიებებით, არამედ საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამები და უფრო მჭიდრო კომუნიკაცია. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რელიგიის ადამიანებთან ურთიერთობის უნიკალური გამოცდილება და მოხარული ვიქნები, თუკი საქართველო გახდება პლაცდარმი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ისეთი ტიპის კულტურათა დიალოგის დაწყებისა, რომელიც უფრო მეტ მშვიდობას უზრუნველყოფს მთელ მსოფლიოში.


ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვეყნებიც კი არ არიან დაცული ტერორიზმის საფრთხისგან. მაგრამ, რატომღაც მეჩვენება, რომ საქართველოს ყველაზე უფრო ნაკლებად უნდა ემუქრებოდეს ეს საფრთხე. თუმცა, სამუშაო ამ კუთხით არის ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი.

 

- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოს ტერორიზმის საფრთხე არ ემუქრება? ჩვენი ჯარისკაცების ავღანეთში ბრძოლა არ არის საფრთხე, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ" საქართველოზეც მოიტანოს იერიში?


- გარკვეული საფრთხეები არსებობს, სწორედ ჩვენი პოზიციებიდან გამომდინარე. მაგრამ, საბედნიეროდ, არასდროს გამიგია ქართული სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილ სისასტიკეზე რომელიმე რელიგიის წარმომადგენლის წინააღმდეგ. აგრესიას, რომელიც ისლამურ სამყაროში არსებობს, საკუთარი ფესვები გააჩნია და მთელი მსოფლიო დღეს ერთიანდება ამ საფრთხის წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ ჩვენ უკვე ჩამოყალიბებულ გამოვლინებებს უნდა ვებრძოლოთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მეცნიერებმა, კულტურის სპეციალისტებმა, ფილოსოფოსებმა, ფსიქოლოგებმა კარგად გაიაზრონ, რით საზრდოობს ასეთი ტიპის ქვეყნების აგრესიულ-ექსტრემისტული განწყობები და სწორედ იმ საზოგადოებებთან აწარმოონ კომუნიკაცია, სადაც წარმოიშვება ხოლმე ასეთი ტიპის ექსტრემიზმი.


მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები არიან წასულები, ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმდენად გამაღიზიანებელი ისლამური სამყაროსთვის, რომ ამის გამო ჩვენზე იერიში მოიტანონ. თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილის ზომების გატარება საჭიროა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ ასეთი ტიპის საფრთხეები თავიდან იყოს აცილებული.

 

- რატომ ჩააგდო პარლამენტმა ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა, რომელიც პრემიების შეზღუდვას უკავშირდებოდა?


- ეს იყო დროებითი ტექნიკური ღონისძიება და არა ზოგადად პრემიებისა და სახელფასო სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებული კანონპროექტი. მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ ახალი კოდექსი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ახლებურად არეგულირებს საჯარო სამსახურის სისტემაში პრემირებას, ხელფასს, დანამარტს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კარიერული ზრდის კუთხით ის ძალიან ბევრ შესაძლებლობას უქმნის საჯარო მოხელეებს, რომ მათ ჰქონდეთ სტიმული, ზრდისა და დაწინაურების პერსპექტივა.


ეს კანონპროექტი იმიტომ არ ჩავარდილა, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ განსაკუთრებულად მოინდომა, რომ პრემიები არ შეზღუდულიყო. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 2013 წლიდან საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრებზე პრემიები არ გაცემულა. მიმაჩნია, რომ ბატონი ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა იყო დროებითი ღონისძიება, რომელიც იმოქმედებდა მანამ, სანამ ამოქმედდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. ეს არ გახლდათ პრობლემის გადაჭრის გზა. არ მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტის მიღებით ან მიუღებლობით რაიმე შეიცვლებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016