reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: დავით ბორჩაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალებში ძირითადად ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიების მასალები დევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:48
სამართალი
გელა ნიკოლაიშვილი: დავით ბორჩაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალებში ძირითადად ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიების მასალები დევს
ავტორი:
23 ნოემბერი, 2015. 16:52



ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ანტიტერორისტული დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, სადაც მას საქმის მასალები გააცნეს, განაცხადა, რომ დავით ბორჩაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალებში ძირითადად 1 წლის წინ დაწყებული გამოძიების მასალები დევს, რომელიც პანკისელების მიმართ არის დაწყებული.



გელა ნიკოლაიშვილმა არ დააკონკრეტა, არიან თუ არა პანკისელები ის პირებიც, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოში ბორჩაშვილთან ერთად ავტომობილში იმყოფებიან.



გამოძიება დაწყებულია 2014 წლის მარტში, ოღონდ გამოძიება მიმდინარეობს ზოგადად და არა კონკრეტულად დავით ბორჩაშვილის მიმართ. მის მიმართ გამოძიება ფაქტობრივად 2 დღის წინ არის დაწყებული, ვინაიდან იმ მასალების მიხედვით, რომელსაც ვერ გავამჟღავნებთ, 2 ტომის 99% არანაირად არ ეხება ბორჩაშვილს. ბორჩაშვილს ეხება მხოლოდ ვიდეოები, რომელიც გავრცელდა. დღეის მდგომარეობით, არათუ ბრალის წარდგენის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველიც არ არსებობს, რადგან ვიდეოები, სადაც ეს ადამიანი ვიღაცებთან ერთად იყო ავტომობილში და მიდიოდა, რამდენად შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს, თავად განსაზღვრეთ. ამ საქმეში სხვა მასალები არ არის", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.



ნიკოლაიშვილი გავრცელებული ვიდეომასალების ავთენტურობას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თავადაც ადასტურებს.


 

ერთადერთი მე შემიძლია გითხრათ - ეს გამოძიება არ ეხება ამერიკიდან და ინგლისიდან ჩასულ ადამიანებს, ინტერესი ძირითადად არის პანკისის ხეობის მცხოვრებლებზე და საქართველოს მოქალაქეებზე. მეტი დაკონკრეტების საშუალება მე არ მაქვს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016