მსოფლიო
პარიზის გარეუბანში ე.წ. შაჰიდის ქამარი იპოვეს
24 ნოემბერი, 2015. 11:06
პარიზის მონ-რუჟის გარეუბანში ე.წ. შაჰიდის ქამარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, საეჭვო საგანი მენაგვემ ნაგვის ურნაში აღმოაჩინა.
სააგენტო „როიტერის" ცნობით, ქამარი სწორედ იმ ადგილას იპოვეს, სადაც 13 ნოემბერს სამართალდამცველებმა ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამის მობილური ტელეფონის სიგნალი დააფიქსირეს.
სააგენტო „ასოშიეითიდ პრესის" ცნობით, ნაპოვნი ქამარი ისეთივე ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო აღჭურვილი, რომელიც ტერორისტებმა 13 ნოემბრის ტერაქტების დროს გამოიყენეს.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ე.წ.შაჰიდის ქამარი სავარაუდოდ, სალაჰ აბდესლამს ეკუთვნის, რომელიც თავის აფეთქებას 13 ნოემბერს აპირებდა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო მან ამ გეგმაზე უარი თქვა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40