reportiori.ge - შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:45
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
24 ნოემბერი, 2015. 11:16


შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პარიზის ტერაქტის შემდეგ შს მინისტრის დავალებით საზღვრებზე გამკაცრდა კონტროლი, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და კონტროლი კვლავაც გრძელდება:


„2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის - გიორგი მღებრიშვილის დავალებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტში სავიზო კონტროლი გამკაცრდა.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახდენენ მგზავრებთან დეტალურ გასაუბრებას და მათი ვიზიტის ნამდვილი მოტივაციის გამოვლენას. განსაკუთრებული ყურადღებით მოწმდება ქვეყანაში შემომსვლელთა სამგზავრო დოკუმენტები, კონტროლდება სატრანზიტო მგზავრთა ნაკადი, რათა მაღალი რისკების მქონე ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს გავლით, სხვა ქვეყნებში არალეგალურად არ მოხვდნენ. ზემოხსენებული პროცედურები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტარდება.

 

2015 წლის 14 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლით, საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს ეთქვა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების მიზნით, გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება.

 

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2015 წლის 14-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც აგრძელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რომ დაიცვას ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016