reportiori.ge - ნოდარ ხადური: ბატონებო, ეკონომიკა გამოდის იმ შოკიდან, რომელშიც თქვენ დატოვეთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:57
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ბატონებო, ეკონომიკა გამოდის იმ შოკიდან, რომელშიც თქვენ დატოვეთ!
ავტორი: ანა ნოდია
13 ნოემბერი, 2013. 22:32

მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკაში გაჯანსაღების პროცესია, კერძო სექტორი გამოვა თქვენი ზეწოლიდან და გამოსულია უკვე. ისინი თავისუფლები იქნებიან. მათ არავინ დაიბარებს და არავინ წაართმევს ფულს!" - განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საპარლამენტო სესიაზე, უმცირესობის წევრების მიერ დასმული კითხვის კომენტირებისას გააკეთა. უმცირესობის კითხვა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხებოდა.


ძალიან ბევრი რამეა და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, ბატონებო, ეკონომიკა გამოდის იმ შოკიდან, რომელშიც ის თქვენ დატოვეთ. 1.5 მლრდ ლარი იყო ზედმეტად გადახდილი გადასახადები... ერთი თემაც, ბატონებო, 2013 და 2014 წელს საქართველოს უწევს თქვენს მიერ აღებული ვალის გადახდა, რომელიც 1.5 მლრდ-მდეა. მაშინ, როდესაც წინა წლებში, 300 მლნ-ზე მეტი არ იყო არასდროს გადასახდელიწელს კი 700 მლნ-ია და მომავალ წელს 840 მლნ ლარის ვალი უნდა გადაიხადოს ქვეყანამ. ეს დააკლდება ქვეყანას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვალს მოვემსახურებით. მაგალითად, შარშან მხოლოდ 100 მლნ ლარი იყო აკრეფილი .. არადეკლარირებული გადასახადების საგადასახადო შეთანხმებებით. როცა ბიზნესს იბარებდა ჩინოვნიკი და პირდაპირაწერდა" ფულს.... ასეთი ზეწოლები იყო.


ძალიან ბევრი ბიზნესმენი დღეს მოდის ჩვენთან და გვეუბნება, რომ მაგალითად, იუსტიციის სახლების მშენებლობისას მათ წაართვეს მასალები, ნედლეული და ა.შ. რაც ასევე რთულ დღეში აყენებდა ბიზნესს. პირობითად, მათ ეუბნებოდნენ ერთ დღეს, რომ მოეტანათ საღებავი, მეორე დღეს კი, როცა ფულს ითხოვდა კერძო სექტორი, ეუბნებოდნენ, რომ ახლა ჭკვიანად იყავი, თორემ ყველაფერს დაკარგავო ან ვიღაცას დაიჭერდნენ. ასეთი მეთოდებით საგადასახადო არ მუშაობს. ყველაფერი ხდება ჰუმანურად და ბიუჯეტი შესრულდება". - განაცხადა ხადურმა.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016