ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია დღეს, ბრიუსელში, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო საგანგებო სხდომას გამართავს.
„NATO საგანგებო შეხვედრას გამართავს დღეს, ბრიუსელში თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით", - წრეს „The Associated Press".
სააგენტო „ფრანს-პრესის" ცნობით, NATO წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საგანგებო შეხვედრისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი „სუ-24" თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
გავრცელებული ინფორმაციით, პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა.
თურქეთის პრემიერმა აჰმედ დავითოღლუმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ფერდინანდ სინირლიოგლუს რუსული „სუ-24"-ის ჩამოგდებაზე NATO-ს, გაერო-სა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების გამართვა დაავალა.