reportiori.ge - რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი თურქეთ-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტას მოითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 07:32
მსოფლიო
რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი თურქეთ-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტას მოითხოვს
ავტორი:
24 ნოემბერი, 2015. 18:35


რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ლევიჩევმა, თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ,   რუსეთსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტის მოთხოვნით „როსავიაციას" მიმართა.



გთხოვთ, განიხილოთ სრული და დაუყოვნებელი შეწყვეტა რუსეთ-თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით", - ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში.



შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი „სუ-24" თურქმა სამხედროებმა თურქეთ-სირიის საზღვართან დღეს ჩამოაგდეს.



ოფიციალური ანკარას ინფორმაციით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დარღვია. ჩამოგდებამდე, ხუთი წუთის განმავლობაში კი, თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ „სუ-24" 10-ჯერ გააფრთხილეს.



რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „სუ-24"-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. ერთ-ერთი პილოტი ადგილობრივებმა ჩაიგდეს ხელში, ერთი კი დაიღუპა. პილოტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016