reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში ბინა იყიდა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:16
ყვითელი
მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში ბინა იყიდა?
ავტორი:
26 იანვარი, 2015. 00:57

"...იმისთვის, რომ დედაქალაქის სასტუმროების ჩვეული ატმოსფეროთი არ გადაღალონ, აჭარის დიასპორის წარმომადგენლებმა, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს მოსკოვის პრესტიჟულ რაიონში ბინა უყიდეს, რომელიც რუსეთის დუმის შენობიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. ერთი სიტყვით ქართული პოლიტიკის მიმბაძველობა სახეზეა. ქვეყნის ყოველი ახალი ლიდერი მმართველობას  ანტირუსული რიტორიკით იწყებს და რუსული ბინით ასრულებს... (შინაარსობრივი თარგმანი)."


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ონლაინგამოცემა www.vybor.ua ავრცელებს, სათაურით - "ვის უნდა ღორი მუხის ქვეშ ანუ რუსეთის მოძულეთა თავშესაფარი". ავტორი კი ნიკოლაია იარემენკოა. ეს გამოცემა არაერთხელ იყო მიჩნეული რუსული პოლიტიკის გულშემატკივრად უკრაინაში.


სტატია ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინელი მაღალჩინოსნის, მიკულა აზაროვის მოსკოვში ახალშეძენილ ბინას ეხება, რომლის შემდეგაც ავტორი ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებსაც იხსენებს, რომლებიც ანტირუსული საქმიანობით იყვნენ ცნობილი, თუმცა, საბოლოოდ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ მოსკოვში დასახლებულიყვნენ და უძრავი ქონებაც შეეძინათ.


მასში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მოსკოვური ბინა გასაკვირი არ უნდა იყოს თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც, სხვადასხვა დროს რუსეთს აფარებდნენ თავს. ამის დასტურად კი გამსახურდია და შევარდნაძეა დასახელებული.


"სააკაშვილი კი რომელსაც თავისი ვაშინგტონელი კურატორების იმედი ბოლომდე არ აქვს, თავისი წინამორბედების გზას მიჰყვება." - აღნიშნულია სტატიაში.


საინტერესოა, რომ გამოცემა, ბინის ყიდვის დროს შუამავლად, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, აჭარიდან რუსეთში წასულ პოლიტემიგრაციას ასახელებს, რომელსაც აჭარის დიასპორად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ "აჭარული დიასპორა აქტიურად დებს ურთიერთობის ხიდებს მოსკოვსა და თბილისს შორის.


"და სწორედ ეს დიასპორა, რომლის ლიდერად დღემდე ასლან აბაშიძე მოიაზრება, ბინის შეძენის დროს შუამავალი იყო.


მასალაში სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებზეც არის საუბარი, რომლებიც თავის დროზე რუსულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ დღეს ოჯახებით რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობენ.


გამოფხიზლდება თუ არა რუსეთის ხელისუფლება თუ გააგრძელებს ქვეყანაში რუსოფობების, ლიბერალებისა მეხუთე კოლონის გამრავლებას ან ვის ჭირდება ღორი მუხის ქვეშ? - ამ კითხვით ასრულებს გამოცემა წერილს.





(წყარო:gurianews.com)


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016