reportiori.ge - აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ საერთაშორისო კოალიციის შექმნა არ იგეგმება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 07:03
მსოფლიო
აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ საერთაშორისო კოალიციის შექმნა არ იგეგმება
ავტორი:
25 ნოემბერი, 2015. 11:13



აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ახალი საერთაშორისო კოალიციის შექმნა არ იგეგმება. თეთრ სახლში ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ბარაქ ობამამ და ფრანსუა ოლანდმა პრესკონფერენცია გამართეს.


ობამას განცხადებით, არსებობს 65 ქვეყნის კოალიცია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის.


„რუსეთი ჯერ კიდევ 2 ქვეყნის, რუსეთისა და ირანის კოალიციაშია, რომელიც ასადის რეჟიმს უჭერს მხარს. რუსეთის  სამხედრო შესაძლებლობების და ბაშარ ასადზე მათი გავლენის გათვალისწინებით, ამ ქვეყნების თანამშრომლობა ხელს შეუწყობდა სირიაში სამოქალაქო ომის დარეგულირებას და ჩვენ საშუალებას მოგვცემდა, რომ ყურადღება „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გაგვემახვილებინა. უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური კოალიცია უკვე ფორმირებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყნები თავიანთი ყურადღების ფოკუსირებას, გაცილებით რეალურ საფრთხეზე მოახდენენ და კონსტრუქციული მოთამაშის როლს შეასრულებენ", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.


ფრანსუა ოლანდის განმარტებით, საჭიროა არსებობდეს ერთი მიზანი და ეს „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაა.


„ჩვენ გვჭირდება საერთო მიზანი - ტერორიზმთან ბრძოლა. ვთვლი, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ სამხედრო საკითხებში კოორდინაციისთვის და თანამშრომლობისთვის. ამასთან, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილების სიცხადე. ამ მხრივ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ და გავიმეორებ, რომ ბაშარ ასადი ვერ განასახიერებს სირიის მომავალს, ის პრობლემის და არა მისი მოგვარების ნაწილია", - აღნიშნა ოლანდმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016