reportiori.ge - ოზურგეთისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:57
რეგიონები
ოზურგეთისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება
14 ნოემბერი, 2013. 11:12

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსს  ოზურგეთელებს გააცნობს.


შეხვედრა ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება და მასში რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.


ოზურგეთი, სხვა 17 ქალაქის მსგავსად, ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელსაც, რეფორმის შედეგად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, მიეცემა უფლებამოსილებები და ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას მოხმარდება.


შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდება თემებში თვითმმართველობის განხორციელების საკითხებზეც. როგორც ცნობილია, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები.


თვითმმართველობის კოდექსის საკომიტეტო განხილვებს საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016