საკუთრების ობიექტების საბაჟო მიზნებისთვის რეგისტრაციას „საქპატენტის" ნაცვლად, „შემოსავლების სამსახური" განახორციელებს.
ამის შესახებ „საქპატენტის" ხელმზრვანელი, ირაკლი ღვალაძე „კომერსანტთან" საუბრობს. მისი თქმით, მათ ეს ფუნქცია 2011 წლის ბოლოს გადაეცათ, რადგან საბაჟოზე რეგისტრაციის რაოდენობა საკმაოდ დაბალი იყო. ამ ფუნქციის შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემა რეგისტრაციების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია, რის გამოც მათ კანონპროექტის მომზადება ჯერ კიდევ 2012 წლის შუა რიცხვებიდან დაიწყეს. კანონპროექტი პარლმანენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.
პროექტის თანახმად, ფართოვდება კანონით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს, რომელთა დაცვასაც განახორციელებს შემოსავლების სამსახური, დაემატება „დიზაინი"; დგინდება დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებულ პროდუქციაზე სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესი.
ხოლო, კონტრაფაქციული საქონელი განადგურდება მხოლოდ საქონლის მფლობელსა და უფლების მფლობელს შორის შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა განიხილება და გადაწყდება სასამართლო წესით. ამასთანავე, სასამართლოსთვის სასარჩელო განცხადებით მიმართვისა და საქონლის შეჩერების საფუძვლიანობის მტკიცების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც უფლების მფლობელს ისე საქონლის იმპორტიორს (ექპორტიორს).
კანონის პროექტით გათვალისწინებულია ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებით.