reportiori.ge - „...და როცა მივხვდი, თუ რა ტვირთი უნდა მეთრია, მაშინ დავრწმუნდი,რომ მწერლობა მძიმე ხვედრია...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:23
კულტურა
„...და როცა მივხვდი, თუ რა ტვირთი უნდა მეთრია, მაშინ დავრწმუნდი,რომ მწერლობა მძიმე ხვედრია...“
25 ნოემბერი, 2015. 16:06


 


26 ნოემბერს, 17 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება მამუკა სალუქვაძის წიგნის პრეზენტაცია. მინდოდა, ბევრი რამ მეთქვა მამუკას შესახებ, უფლებაც მაქვს, რადგან იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჯერაც ბავშვმა დაწერა: „როგორც სარკეში სარკე, წლებიდან წლებში წავალ..."


შემდეგ შემთხვევით წავაწყდი ბრევორდის კოლეჯის პრეზიდენტის, მწერალ ტომ ბერთრანს წერილს, რომლის ადრესატი ცნობილი ამერიკელი ექიმია და მივხვდი, ამ წერილების წაკითხვით უკეთ გაიგებთ, ვინ იყო და რისთვის იცოცხლა მამუკა სალუქვაძემ:


„ძვირფასო კენ! შენ იცი, რომ უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში თანამედროვე ქართველ პოეტებთან ვმუშაობდი. მე ვთვლი, რომ მამუკა სალუქვაძე თავისი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტია - ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე მოაზროვნე, ყველაზე ნათელი, ყველაზე თავისუფალი პირფერული გადმონაშთებისაგან და მუზა ყველაზე მეტად მასშია შეყვარებული. თუ ავადმყოფობამ არ შეცვალა, ნახავ, როგორი დიდებული კაცია, რომელიც სავსეა არაჩვეულებრივი მომხიბვლელობით, მახვილგონიერებით და ინტერესით სხვათა მიმართ. ის, რომ მნიშვნელოვანია, როგორც პოეტი, საზოგადოებას არა აქვს გაცნობიერებული... მისთვის არაფერს ნიშნავს! მას დაწერილი აქვს მშვენიერი ლექსები დასავლური ტრადიციის მქონე უდიდესი მხატვრების ტილოების საპასუხოდ, ისეთივე მშვენიერი, როგორც ოდენის პოემაა ბრეგელის „იკარუსის გაფრენაზე". მას დაწერილი აქვს ქართველი მითოლოგიური პიროვნების შესახებ - როგორიცაა მედეა; ბავშვებისათვის შექმნა არაჩვეულებრივი სერიალი უცნაური თუთიყუშის ჟაკოს შესახებ, რომელიც ფერნანდო პოს კუნძულიდან მოფრინავს და მთელ მსოფლიოს შემოუფრენს თავისი თავგადასავლებით. მან შექმნა ეპიკური წიგნი წმინდა ნინოს მიერ საქართველოში ქრისტიანობის შემოტანის შესახებ, სადაც ძალიან ძნელი, მაღალი შაირი და დაბალი შაირი გამოიყენა, რომლითაც დაწერილია „ვეფხისტყაოსანი". ამ პოემით მამუკამ, როგორც კაცმა, რუსთაველსა და ქრისტიანულ რწმენას აღტაცების ხარკი გადაუხადა. ბოლო წლებში მამუკა თავგამოდებით მუშაობს სასულიერო თემატიკაზე „ათი მცნება", წმინდა მარკოზის სახარებაზე და მშვენიერ ლექსებს ქმნის თავისი ტალანტითა თუ დიდი შრომით. მისი ავადმყოფობის დამძიმების პერიოდში, იგი ახლახან გარდაცვლილ დიდ მხატვარ ირაკლი ფარჯიანს მაგონებს - მისი თავდადებით. მას სურს, გამოიკვლიოს ქართული კულტურის უმშვენიერესი, უზადო წყაროები და შექმნას ახალი პოემები, რომლებიც თანამედროვე აზროვნების გამოხმაურებაა. იგი ქართველი იეიტსი, ტომას ელიოტი, რობერტ ფროსტი და რობერტ პენ უორენია ერთად აღებული. ის ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდა კაცია, რომელიც ქრონიკულად სიგარეტის წევამ და ალბათ, სხვა სამედიცინო პრობლემებმა ასე ადრე დააავადეს.

 

ეჭვი არ არის, რომ ყოველთვის, როცა თბილისში ხარ, მოგმართავენ სამედიცინო პრობლემებით გავლენიანი და მდიდარი ადამიანები დახმარებისათვის. არც ერთი არ აქვს პოეტებს და ჩვეულებრივ უკაპიკონი არიან. მე ვიცი, შენ გესმის ჩემი განსაკუთრებული თხოვნის მნიშვნელობა. ეს კაცი იმსახურებს როგორც შენს, ისე ემორის უნივერსიტეტის ყურადღებას.

 

ძვირფასო კენ! იცი, რომ ახლა უმთავრესია სიცოცხლის დარჩენილი დროის მუშაობისათვის სრული გამოყენება.

 

გმადლობთ, კენ, ბედნიერ შობას გისურვებ.

 

შენი ტომი,

24 დეკემბერი, 1996 წელი.


ინგლისში სამკურნალოდ მიწვეულმა მამუკამ გამგზავრებაზე უარი განაცხადა... უკვე გვიანააო, - უთქვამს - „დრო ცოტა დამრჩა, უნდა მოვასწრო"...


 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016