reportiori.ge - ზაზა სიამაშვილი: თუ პუტინს გონებაში გადაუტრიალდა ჭანჭიკი, არ გამოვრიცხავ, აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედება ჩაიდინოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:55
ინტერვიუ
ზაზა სიამაშვილი: თუ პუტინს გონებაში გადაუტრიალდა ჭანჭიკი, არ გამოვრიცხავ, აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედება ჩაიდინოს
ავტორი:
25 ნოემბერი, 2015. 19:13



რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და რა გავლენას ახდენენ ისინი საქართველოში არსებულ ვითარებაზე, - ამის შესახებ „რეპორტიორს" ლექტორი ზაზა სიამაშვილი ესაუბრა:



- ბატონო ზაზა, როგორ აფასებთ თურქეთის მხრიდან რუსული „სუ-24"-ის ჩამოგდების ფაქტს? აღნიშნულმა ფაქტმა რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა და ისმის მწვავე განცხადებები ორივე მხრიდან. აქვე NATO მხარს უჭერს თურქეთის ქმედებას. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და აქვს თუ არა რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაპირისპირების რესურსი?



- თურქეთი აცხადებს, რომ მათ გააფრთხილეს რუსული თვითმფრინავი, ასე რომ, ეს საკითხი გაერო-ს უშიშროების სხდომაზე უნდა გადაწყდეს. იქ უნდა ჩაერთონ ამ საქმის სპეციალისტები და გარდა ამისა, უნდა დადასტურდეს, რამდენად მკაფიო იყო გაფრთხილება, რამდენჯერ გააფრთხილეს ისინი.



როგორი მტყუანიც არ უნდა იყოს თურქეთი, ის არის NATO-ს წევრი ქვეყანა და ალიანსი მას მხარს დაუჭერს. ასევე გავიხსენოთ რუსეთის ისტორია, ისინი მიმართულნი არიან დაუფლებისკენ. რუსეთი რომ უკონტროლოა ამაზე ხომ ვთანხმდებით? თუკი პუტინს გონებაში გადაუტრიალდა ჭანჭიკი, არ გამოვრიცხავ, რომ აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედება ჩაიდინოს. გამწარებული დათვი ყველაზე საშიშია. ისტორიაში ეს არაერთხელ დადასტურდა. რამეზე აგო რუსეთმა პასუხი? ეს არის დიდი ქვეყანა და დიდ ქვეყნებს პატიობენ.


 

- როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე?



- ეს ძალიან საფრთხილო თემაა. ყველაზე მეტად ვშიშობ, რომ ჩვენმა ექსპერტებმა ცეცხლზე ნავთი არ დაასხან თავიანთი საუბრებით, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთიც და თურქეთიც ჩვენი მეზობელი ქვეყნები არიან. მეზობლებს არ ირჩევენ, ამიტომ უნდა იყოს ძალიან მოზომილი და კარგად მოფიქრებული ნაბიჯები, რომ არ გავამწვავოთ ურთიერთობა ერთ ან მეორე მხარესთან. ყველაზე კარგი იქნება, თუ შევინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს, მიუხედავად ჩვენი ისტორიული მეხსიერებისა.



- ცივილიზებული მსოფლიოს ნომერ პირველ გამოწვევად დღეს ტერორიზმი იქცა. რა საფრთხეები არსებობს საქართველოს წინაშე „ისლამური ხალიფატის" მხრიდან?



- საფრთხე, რასაკვირველია, არსებობს. ყველაზე დიდი უგუნურობა იქნება, თუკი ამ საფრთხეს თვალს დავუხუჭავთ და სირაქლემას პოზიციაში დავდგებით. შესაძლოა ვიღაც შემოიპაროს თურქეთიდან, რადგან იქ სირიელები ბევრნი არიან. ნუ გვავიწყდება, რომ სულ რაღაც 12 წლის წინ პანკისი იყო ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ადგილი. ამიტომ, საფრთხეებზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ ივარგებს, მითუმეტეს, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით. პანკისიდან დღესაც არიან წასულები სირიაში საბრძოლველად.



 

- რამდენად არის ხელისუფლება მზად, რომ ებრძოლოს არსებულ საფრთხეებს და რა თავდაცვითი ღონისძიებები უნდა გაატაროს ქვეყანამ?



- ვურჩევდი პრემიერსა და ზოგადად შესაბამის სამსახურებს, ნუ მოერიდებიან უცხო გარეგნობის ადამიანების შემოწმებას ჩვენს ქვეყანაში. ამით დემოკრატიას ნამდვილად არაფერი დაემუქრება. ყველა ვხედავთ, ბრიუსელში როგორი რეიდები ტარდება. არაფერი დაშავდება, თუ გააჩერებენ ამ ადამიანებს და გაარკვევენ, ვინ არიან, რას საქმიანობენ, რა მიზნით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. ეს ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანას წაადგება.



არ შეიძლება ქვეყანა დაემსგავსოს დერეფანს. შესაძლოა, ეს ეკონომიკურად გარკვეულწილად მომგებანი იყოს, მაგრამ ნამდვილად არ წაადგება ქვეყნას, რადგან დღეს თუ შევხედავთ ვითარებას, ძალიან იმატეს აღმოსავლური ჰაბიტუსის მქონე პირებმა. ჩვენ მათ არაფერს ვერჩით, მაგრამ ამ შემთხვევაში, აუცილებელია დაზღვევის თვალსაზრისით გარკვეული ზომების გატარება. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ინვესტორი შემოვიდეს, ისიც დაცული უნდა იყოს. დაცულები უნდა იყვნენ ჩვენი მოქალაქეებიც.



აქვე პირდაპირ მოვუწოდებ ჩვენს სპეცსამსახურებს, რომ გაძლერებული დაცვა დააყენონ სუფსის ტერმინალზე.



- მსოფლიოში საზღვრების ჩაკეტვისა და კონტროლის გამკაცრების პოლიტიკა იმოქმედებს თუ არა საქართველოსთან მიმართებაში ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე?



- ამ წუთას არ ვიცი, რამდენად წაადგება ვიზა-ლიბერალიზაცია ქვეყანას. ცოტა სიფრთხილით ვუყურებ ამ საკითხს და ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს პროცესი ცოტა აჩქარებულია. საზღვრების გახსნა კარგია, ჩვენები წავლენ, მაგრამ, ვისაც უნდა ის შემოვა ჩვენთან. არიან ჩვენი სამსახურები მზად, გაუმკლავდნენ ამ ნაკადს?



- როგორ აფასებთ პროკურატურის მუშაობას და როგორ გესახებათ ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად?



- დღემდე პროკურატურის საქმიანობაზე დადებითი აზრის არ ვარ, რადგან ძალიან დაგვიანდა სამართლიანობის აღდგენა. თუკი ირაკლი შოთაძე ამას მოახერხებს, კარგი იქნება. ვიცი, რომ ძალიან პრინციპული ყმაწვილია, ძალიან საქმიანია. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. რატომღაც მგონია, რომ იგი გაამართლებს იმედებს და ირაკლის დანიშვნა რაღაც ახლის დასაწყისი იქნება.



- საარჩევნო წელი მოდის და როგორ შეაფასებთ იმ გარემოს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებობს?



- ყველაზე მატად გამიხარდება, თუკი ჩვენი პრემიერი და პრეზიდენტი დიდხანს არ გააგრძელებენ ბუტიაობას. არჩევნების წელია, ქვეყანა დაიღალა კინკლაობით, დაპირისპირებით. ქვეყანა უნდა დალადგეს.



ჯერჯერობით სიტუაცია არის ძალიან კომიკური. ვეღარ გავიგე, ოპერაში წავიდე ბურჭულაძის სიმღერის მოსასმენად, თუ სტადიონზე მისი სიტყვის მოსასმენად. ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. პურის მცხობელმა პური აცხოს, მომღერალმა იმღეროს და პარლამენტში პოლიტიკოსებს უნდა ვხედავდეთ.



- ვინ გესახებათ „ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?



- კონკურენტად „ნაციონალებს" ნამდვილად არ განვიხილავ, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსი" აშკარად გაუწევს კონკურენციას, თუნდაც იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა საგარეჯოში. გამოიკვეთა, რომ „პატრიოტთა ალიანსი" ანგარიშგასაწევი ძალაა. არ გამოვრიცხავ, რომ ქალბატონმა ირმა ინაშვილმა გამონახოს საერთო ენა ქალაბტონ ნინო ბურჯანაძესთან და ეს უკვე სერიოზული ძალა იქნება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016