reportiori.ge - „უფრო საინტერესო, ვიდრე ტელევიზია“ - „ქერჩი“ კინოთეატრებში და GDS - ზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:35
კულტურა
„უფრო საინტერესო, ვიდრე ტელევიზია“ - „ქერჩი“ კინოთეატრებში და GDS - ზე
ავტორი:
26 ნოემბერი, 2015. 10:11


მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დარწმუნებულია რომ სერიალით „ქერჩი - დაკარგული გმირები" მაყურებელი ძალიან დაინტერესდება, რადგან ეს ის თემაა, რომელზედაც აქამდე არაფერი გადაუღიათ და რომელიც განსჯის საგანი დიდხანს იქნება.


26 ნოემბრიდან, საქართველოს კინოთეატრებში მაყურებელი „GDS"-ის ახალ პროექტს, სერიალ „ქერჩი - დაკარგული გმირების" ორ ეპიზოდს ფილმად პირველად იხილავს.


„ქერჩის" რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილია და მასში ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი არაერთი მსახიობი მონაწილეობს.


„ბახალა" და გიორგი ყიფშიძე ბავშვობიდან ერთად გაზრდილი ქურთი ბიძაშვილების როლებს ასრულებენ. ისინი ყაჩაღები არიან და მათ დასჯის მიზნით ფრონტის  წინა ხაზზე აგზავნიან, სადაც გერმანელების ტყვეობაში ხვდებიან...


ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება.


დღეს, „კავეა აიმაქსში" „ქერჩი - დაკარგული გმირების" დახურული ჩვენება გაიმართება , 2 დეკემბრიდან კი „ქერჩი" სეზონს გახსნის „GDS"-ზე, ანუ იქ, სადაც სივრცე არის უფრო საინტერესო, ვიდრე ტელევიზია.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016