„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ბათუმში დღეს გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე „რეპორტიორი" კვლავაც ანტიდასავლურ მედიასაშუალებად მოიხსენია.
მიუხედავად იმისა, რომ „რეპორტიორმა" რამდენჯერმა გააკეთა საპასუხო განცხადება (http://reportiori.ge/?menuid=59&id=79217 , http://reportiori.ge/?menuid=59&id=81625 ) და კვლევის ავტორებს შეკითხვითაც მიმართა - რა არგუმენტებს იყენებს ორგანიზაცია, როდესაც მედიასაშუალებას ამგვარ პოზიციაში სდებს ბრალს, ისინი კვლავაც მონოლოგის რეჟიმში აგრძელებენ განცხადებების გაკეთებას. მათ არათუ საპასუხო განცხადება გაუკეთებიათ, არამედ აგრძელებენ პროვოკაციული ხასიათის განცხადებების გაჟღერებას. ვთვლით, რომ აღნიშნული ქმედებები არა მხოლოდ არაკოლეგიალობა, არამედ უზნეობაა.
„რეპორტიორი" იტოვებს უფლებას, რომ ცალსახად განაცხადოს - ეს პროვოკაციული კამპანია „რეპორტიორის" დევნაა!
http://reportiori.ge/?menuid=59&id=79217
http://reportiori.ge/?menuid=59&id=81625