reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კითხვებს პასუხი გაეცემა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:44
სამართალი
ირაკლი შოთაძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კითხვებს პასუხი გაეცემა
ავტორი:
26 ნოემბერი, 2015. 15:38


მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე მუშაობა გრძელდება, პროკურატურას აქვს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით მოქმედებს.



მისი თქმით, წლების განმავლობაში ჟვანიას სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა, დაშვებულია მთელი რიგი დარღვევები შემთხვევის ადგილის დათვალიერების და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების დროს.


 

დიდი იმედი გვაქვს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კითხვებს, რაც არის საქმეში და საზოგადოებაში, პასუხი გაეცემა.

რაც ამ საქმის ზედაპირზე იყო, მასზე რეაგირება მოხდა. კერძოდ, ზურაბ ჟვანიას დაცვის თანამშრომლებმა ცალსახად ჩაიდინეს გულგრილობა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მოვახერხეთ და დავამტკიცეთ, რომ ეს ადამიანები მათზე დაკისრებულ ვალდებულებას გულგრილად მოეკიდნენ. ფაქტიურად, მათი დაუდევრობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016