reportiori.ge - მარიკა ვერულაშვილი: ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ საუბარი ლოგიკურია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:36
პოლიტიკა
მარიკა ვერულაშვილი: ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ საუბარი ლოგიკურია
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 20:12

დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი მისი თავმჯდომარეობით ახალი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების შესაძლებლობას არც გამორიცხავს და არც ადასტურებს. 

მისი განცხადებით,  ფრაქციის შექმნის საკითხი "ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ ექვს მაჟორიტარ დეპუტატს შორის განხილვის საგანი ჯერ არ ყოფილა. 

"ლოგიკურია საუბარი ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ, რადგან მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ უმცირესობა დატოვა, ექვსი დამოუკიდებელი მაჟორიტარი გაჩნდა და გაჩნდა კითხვა, შეიქმნებოდა თუ არა ფრაქცია. ექვსი მაჟორიტარიდან ერთ-ერთს, იაშა შერვაშიძეს ძმა გარდაეცვალა, რის გამოც დეპუტატების შეკრება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ჯერ არაფერზე გვიმსჯელია. სავარაუდოდ, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ. დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილი არაფერია", - აღნიშნა ვერულაშვილმა. "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული მაჟორიტარების შემადგენლობით პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია იქმნება. ფრაქციის შემადგენლობაში ერთიანდებიან დეპუტატები: გოჩა ენუქიძე, იაშა შერვაშიძე, გურამ მისაბიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ანზორ ბოლქვაძე და მარიკა ვერულაშვილი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ფრაქციის თავმჯდომარეობა ჩაიბაროს. გოჩა ენუქიძემ ფრაქციის ფორმირებისთვის მზადება დაადასტურა. მისი თქმით, შეკრება 26 ივლისისთვის იგეგმება, დეტალები კი უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი. "რაც შეეხება ფრაქციის თავმჯდომარეს, ეს თანამდებობა ექვსი დეპუტატიდან ნებისმიერმა შეიძლება დაიკაოს, მათ შორის მარიკამ! ყველაფერს ორ დღეში გადავწყვეტთ", - განაცხადა ენუქიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016