reportiori.ge - არჩილ გამზარდია: მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მსოფლიო ომის წინაპირობას წააგავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:07
ინტერვიუ
არჩილ გამზარდია: მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მსოფლიო ომის წინაპირობას წააგავს
ავტორი:
26 ნოემბერი, 2015. 17:30


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ამ პროცესების გავლენას საქართველოზე „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს:


- ბატონო არჩილ, როგორ აფასებთ თურქეთის მხრიდან რუსული „სუ-24"-ის ჩამოგდების ფაქტს? აღნიშნულმა რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა და ისმის მწვავე განცხადებები ორივე მხრიდან. აქვე NATO მხარს უჭერს თურქეთის ქმედებას. რუსეთმა კი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის ჰუმანიტრაული კოლონა დაბომბა. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და როგორ აისახება მიმდინარე მოვლენები საქართველოზე?


- ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი, რის გამოც სახელმწიფოს და საზოგადოებას შორის მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს უსაფრთხოების მხრივ, რათა სწორი აქცენტები იქნას დასმული. როგორც სპეციალისტები საუბრობენ, ფართო ომის საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ზოგადად, მიმდინარე სიტუაცია მოსინჯვის პროცესს უფრო წააგავს. თუ დავაკვირდებით მსოფლიო ომების წინაპირობებს, ხშირ შემთხვევაში ისეთი იყო, რომლის დროსაც გარკვეული ძლიერი სახელმწიფოები ვერ ინაწილებდნენ ზეგავლენას და ამას მოჰყვებოდა ხოლმე ომები. დღეს მიმდინარე პროცესი, რაღაცით ამას წააგავს.


რუსეთი პრაქტიკულად მთელი მსოფლიოსგან არის უკუგდებული. ეს არის სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად პარტნიორულ ურთიერთობებში არის მხოლოდ სეპარატისტულ რეგიონებთან, საეჭვო ფორმატის ქვეყნებთან. სხვა მხრივ, ცივილიზებული სამყაროს გვერდით იგი არ დგას. ამას ვერ ვიტყვით თურქეთზე. ამავდროულად, ჩვენ წლების მანძილზე თვალს ვადევნებთ რუსეთის თავნებობას სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. სწორედ რუსეთის დაუსჯელობის გადაზარდა პროცესები 2008 წელს ომში. რუსეთის თავნებობის შედეგია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ამ შემთხვევაში, აღმოჩნდა სახელმწიფო, თურქეთი, რომელმაც რუსეთის თავნებობა ბოლომდე არ მიუშვა. რამდენადაც მე ვიცი, თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების გადაწყვეტილება ყოველგვარი წესების დაცვით მიიღო.


ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო ამ პროცესების განვითარების შემდგომ და რა პოზიციას დაიჭერს ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოების პულსს, რომ საზოგადოების წნეხის ქვეშ არ აღმოჩნდეს სახელმწიფო სექტორი და არასწორი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. საუბარია ნეიტრალიტეტის დაცვაზე, რაც თეორიულად მისაღებია, მაგრამ პრაქტიკულად, სავარაუდოდ, შეუძლებელი გახდება. და თუ ნეიტრალიტეტი არ იქნება დაცული, საჭიროა განისაზღვროს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად აირიდოს საფრთხეები. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს უფრო რაციონალურ, გონიერ მდგომარეობაში, რომ არ უბიძგოს პროცესებს არასწორი ორიენტირებისკენ.

 

- ცივილიზებული მსოფლიოს ნომერ პირველ გამოწვევად დღეს ტერორიზმი იქცა. რა საფრთხეები არსებობს საქართველოს წინაშე „ისლამური ხალიფატის" მხრიდან?


- ტერორიზმი 21-ე საუკუნის დაავადებად იქცა. არ მგონია, რომ საფრთხისგან დაცული იყოს ნებისმიერი ქვეყანა. მითუმეტეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია და იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც რელიგიურ საფუძველს იყენებენ ტერორიზმის მიზეზად, შეიძლება ჩვენი ქვეყანაც სამიზნე აღმოჩნდეს. თუმცა,  საფრთხეები დღეისთვის არის ძალიან შემცირებული, რადგან ჩვენი სახელმწიფო სექტორი ძალიან ფრთხილი თავის განცხადებებში. უსაფრთხოების კუთხითაც თუ დააკვირდებით,  მაქსიმალურად არის მართული პროცესები, რომ არ იყოს აგონია. ხდება საზღვრების გამკაცრება და თან მაქსიმალური სიმშვიდით. ჩვენთან რისკი დაბალია, რადგან არც სახელმწიფო სექტორი და არც საზოგადოება არ არის ემოციებზე და ზედმეტ აგრესიაზე აგებული. ჩვენი ქვეყანა, ზოგადად გავლენის მოპოვების კუთხით მნიშვნელოვანი სივრცეა, შესაბამისად ყველას ინტერესში შედის. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ტერორიზმის საშიშროებას ამცირებს ჩვენი სიმშვიდე. თუკი ჩვენ გვეყოლებოდა ხელისუფლება, რომელიც ისტერიულ რეჟიმში გადავიდოდა, არაადეკვატურ ქმედებებს განახორციელებდა, საქართველოს არავინ დაზოგავდა. დღეს საქართველო ტერორისტებისთვის საშიშ ფაქტორს არ წარმოადგენს, ამიტომ მათი მხრიდან ყურადღება ნაკლებია.


- უნდა მივიღოთ თუ არა გაფრთხილებად გავრცელებული ვიდეო, სადაც ქართველი ტერორისტები საქართველოს მოსახლეობას ემუქრებიან?


- გაფრთხილებად უნდა მივიღოთ არათუ მუქარა, არამედ ნებისმიერი ანეკდოტიც კი, რომელიც ტერორიზმის თემაზე შეიძლება შეიქმნას, რადგან, ყველა მათგანს გააჩნია საკომუნიკაციო მნიშვნელობა. მთავარია, რა რეაგირებას მოვაყოლებთ ამას. ტერორიზმის კერა და საფუძველი სადღაც სხვაგან არ უნდა ვეძებოთ. ის უფრო ახლოსაა, ვიდრე გვგონია. უნდა ვიპოვოთ ტერორიზმის კერები, რათა შემდეგ მასზე ზემოქმედება შევძლოთ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016