reportiori.ge - ხმაური სასამართლო დარბაზში - მოსამართლემ ირმა ჭკადუა დარბაზიდან გააძევა, დათო ტურაშვილი კი 200 ლარით დააჯარიმა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:27
სამართალი
ხმაური სასამართლო დარბაზში - მოსამართლემ ირმა ჭკადუა დარბაზიდან გააძევა, დათო ტურაშვილი კი 200 ლარით დააჯარიმა
ავტორი:
26 ნოემბერი, 2015. 18:52


ნარკოდანაშუალში ბრალდებულ ირაკლი რამიშვილის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა ადვოკატი ირმა ჭკადუა, ხოლო მწერალი დათო ტურაშვილი 200 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა. დათო ტურაშვილი ბრალდებულს თავდებში უდგება, ის სასამართლო პროცესს საგულშემატკივროდ ესწრებოდა.


ტურაშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მოუმზადებელი წარსდგა სასამართლოს წინაშე და მათ განათლებისკენ მოუწოდა, სწორედ ამან გამოიწვია მოსამართლის მხრიდან გაძევება და დაჯარიმება.


ტურაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ურჩევნია, დააპატიმრონ, რადგან ფინანსური პრობლემები აქვს და დაკისრებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის.


დარბაზიდან გამოძევების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამაც გააკეთა კომენტარი. მისი ინფორმაციით, მოსამართლე ყვირილით მიმართავდა დაცვის მხარეს და ამან გამოიწვია მისი საპასუხო რეაქცია. ჭკადუამ განმარტა, რომ მან მოსამართლეს მოუწოდა, ნერვებზე ემკურნალა და ამის შემდეგ მოხდა მისი დარბაზიდან გამოძევება.


„ირაკლი რამიშვილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერებაზე გამომძიებლები, რომლებიც დაიკითხნენ, ამბობდნენ, რომ ეს იყო მოთეთრო ფერის გრანულებიანი ნივთიერება. ექსპერტებმა აღნიშნული ნივთიერება წარმოადგინეს როგორც მცენარეული, მოყავისფრო ფერის ნივთიერება. მოსამართლემ კი თქვა, რომ ეს ერთი და იგივეა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩაითვალოს ის მიუკერძოებელ და ობიექტურ მოსამართლედ?" - განაცხადა ირმა ჭკადუამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016