წმ. თეოდორას ტაძარი
-----------
ძველ საბერძნეთში იყო კანონი, ყველა ოჯახიდან ერთი კაცი ჯარში უნდა წასულიყო. ვისაც ოჯახში მამაკაცი არ ჰყავდა, ისინი ქირაობდნენ ჯარისკაცს და ფულს უხდიდნენ.
თეოდორა ერთადერთი ქალიშვილი იყო ღარიბი ოჯახისა, რომელსაც მამა ავად ჰყავდა.
ოჯახს არ გააჩნდა მატერიალური საშუალება, ვინმე დაექირავებინა, ამიტომ თეოდორამ შეიკრიჭა თმა ბიჭურად, ჩაიცვა მამაკაცის ტანსაცმელი, დაირქვა თეოდორე და წავიდა ჯარში. იმ დროისთვის ის 17 წლის იყო.
იქ შეუყვარდა მზარეულ გოგოს და გასაქანს არ აძლევდა. თეოდორამ უთხრა, რომ ის ცოლს ვერ მოიყვანდა, აღთქმა ჰქონდა დადებული, გოგომ არ დაიჯერა, რა იცოდა, რომ ისიც ქალი იყო, დაფეხმძიმდა ვიღაც ჯარისკაცისგან და ჯარის უფროსთან იჩივლა, თეოდორესგან ვარ ორსულად და ცოლად შემირთოსო...
დაიბარეს თეოდორა და მოსთხოვეს, ცოლად მოეყვანა ეს გოგო, თეოდორამ იუარა, არც ჩემგან არის ფეხმძიმედ და არც დავქორწინდებიო. იმ პერიოდში ასეთი დანაშაული ისჯებოდა სიკვდილით და თეოდორასაც ეგ ბრალი წაუყენეს.
სიკვდილის წინ ილოცა გოგონამ და უფალს სთხოვა, ჩემი თმებისგან ხეები აღმოცენდეს, ჩემი სისხლისგან - ნაკადული და ჩემი სხეული დაე იყოს ტაძარიო.
სიკვდილით დასჯის შემდეგ (ჯარისკაცის ტანსაცმელი ძვირი ღირდა, და მკვდრებს აძრობდნენ, რათა სხვებისთვის გადაეცათ) მართლაც პატარა ნაკადული წამოვიდა იქვე, ტანსაცმელი გააძვრეს და ხალხი მოულოდნელობისგან ლამის გაგიჟდა.
წლების შემდეგ ერთმა ბერმა ნახა ხილვა იმ ადგილისა და პატარა ტაძარი ააგო, სწორედ მასზე აღმოცენდა 17 ხე უფესვოდ.
ტაძარი იმდენად პატარააა, თავდახრილი შედიხარ მასში, იქვე არის მდინარეც, ხეები სიმბოლურად 17 (გოგონა 17 წლის იყო).
წყარო: megatv.ge