რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი „სუ 24" ჩამოაგდო, რუსეთი იტოვებს უფლებას, თურქეთს საომარი ქმედებებით უპასუხოს.
ამის შესახებ ნარიშკინმა რუმინულ ტელეკომპანია DIDI24-სთან ინტერვიუში განაცხადა. ნარიშკინმა აღნიშნა, რომ თურქული მხარის მიერ, რუსული სამხედრო თვითმფრინავის „სუ 24"-ის ჩამოგდება და რუსი მფრინავის სიკვდილი დაგეგმილი იყო.
„ჩვენ ვიცით, ვინ ჩაიდინა ეს. დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. თავის მხრივ, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში რუსეთიც შესაბამის ზომებს მიიღებს. ამის გარდა, რუსეთს აქვს უფლება, თურქეთს საომარი ქმედებებით უპსუხოს",- განაცხადა სერგეი ნარიშკინმა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ინტერვუში ასევე აღნიშნა, რომ სირიაში განლაგებული საჰაერო სისიტემები რუსეთმა განსაკუთრებული დაცვისა და კონტროლის ქვეშ აიყვანა. რუსეთს უკვე მოქმედებაში ჰყავს მოყვანილი სირიაში განლაგებული C-400.
თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი 24 ნოემბერს ჩამოაგდეს. როგორც თურქული წყაროები იუწყებიან, ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.
რუსული „სუ-24" სირიის პროვინცია ლატაკიაში, იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც ასადის მოწინააღმდეგე აჯანყებულთა დაჯგუფებები აკონტროლებენ.
http://www.bbc.com/russian/news/2015/11/151127_russia_turkey_response