reportiori.ge - შსს-მ 213-ე ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:48
სამართალი
შსს-მ 213-ე ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
ავტორი:
28 ნოემბერი, 2015. 10:00


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 213-ე ბაგა ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ბრალდებით აყვანილია 1986 წელს დაბადებული დენის პ.


 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული დენის . დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, თბილისში, #213 ბაგა-ბაღში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დენის . თავისი შვილის ერთ-ერთ ჯგუფელს იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღნიშნულ საქმეზე შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - აცხადებენ შსს-ში.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე და 236-ე 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016