reportiori.ge - დიმიტრი ქუმსიშვილი: ინვესტორებისთვის სრულად ნაპატიები თანხის ოდენობა 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:03
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ინვესტორებისთვის სრულად ნაპატიები თანხის ოდენობა 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს
14 ნოემბერი, 2013. 14:58

ეკონიმიკის მინისტრის მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფომ 40-ზე მეტ ინვესტორს შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის დაკისრებული ჯარიმები აპატია და ამ დროისთვის ინვესტორებისთვის სრულად ნაპატიები თანხის ოდენობა 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო. ამ კომისიას ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს. 

არიან კომპანიები, რომლებსაც პირობით ვაპატიეთ ჯარიმები, რათა მათ განაახლონ საქმიანობა. აქ საუბარია ძალიან ბევრ მილიონზე. პირობით ნაპატიებია 10 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ინვესტორებმა განაახლონ საქმიანობა და მივაღწიოთ ახალ შეთანხმებებს.ეს ყველაფერი ინვესტიციების წახალისების მიზნით კეთდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის 28 მარტის დადგენილებით შეიქმნა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016