მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი: თურქეთს და ევროკავშირს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ერთად უამრავს მიაღწიონ
29 ნოემბერი, 2015. 17:16
ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირ-თურქეთის სამიტის გამართვამდე თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაახლოებაზე განცხადება გააკეთა.
„ამ სამიტით ვაღრმავებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ჩვენს მნიშვნელოვან მეზობელთან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთს ვჭირდებით, არამედ იმიტომაც, რომ ერთად უამრავს შეგვიძლია მივაღწიოთ. თურქეთმა დაიმსახურა არა მხოლოდ ჩვენი პატივისცემა, არამედ მხარდაჭერაც. თურქეთს ევროპული სტანდარტების მიღწევაში თუ დავეხმარებით ეკონომიკის, ენერგეტიკის, იუსტიციის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის საკითხებში, ამით ყველა მოვიგებთ", - განაცხადა იუნკერმა.
სამიტი დღის მეორე ნახევარში ბრიუსელში გაიმართება.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40