reportiori.ge - ილია მეორე: შევთხოვოთ უფალს, შეეწიოს საქართველოს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:55
რელიგია
ილია მეორე: შევთხოვოთ უფალს, შეეწიოს საქართველოს...
ავტორი:
29 ნოემბერი, 2015. 20:08


 

ფერიცვალების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  ტაძარში შეკრებილთ ტრადიციული ქადაგებით მიმართა.

პატრიარქმა მამა გაბრიელის შესახებ იქადაგა. უწმინდესის თქმით, უფლის წყალობა ქვეყანას სხვადასხვა სახით ევლინება. მისივე თქმით, მამა გაბრიელი განსაკუთრებული პიროვნება იყო. იგი ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელ ჯაჯანიძემ აკურთხა და გაბრიელი დაარქვა.

 

"მამა გაბრიელმა გამოიჩინა საოცარი თვისებები. ზოგს ესმოდა, ზოგს არ ესმოდა მისი. ის მაინც ღვთის საქმეს აკეთებდა. მამა გაბრიელმა იმ დროს დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც სასულიერო პირები, ეკლესია იდევნებოდა. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა", - ბრძანა პატრიარქმა. "ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან. და აი ჩვენ დღეს შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს ლოცვა-კურთხევას და შეწევნა არ მოაკლოს საქართველოს მამა გაბრიელის ლოცვებით", - განაცხადა უწმინდესმა.


პატრიარქის თქმით, მამა გაბრიელი თვით სასუფევლიდან ეხმარება მორწმუნეებს და ყველას. უწმინდესმა შესთხოვა უფალს, უფალმა მამა გაბრიელის ლოცვებით წყალობა მოიღოს საქართველოზე.

ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომლის შემდეგაც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ფერიცვალების სახელობის ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს. სარკოფაგი მოწყობილია ტაძრის მარცხენა მხარეს. იგი აქ იქნება დასვენებული მორწმუნეებისათვის მოსალოცად.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016