reportiori.ge - გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, BMW X6-ის მარკის ძვირადღირებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციას გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:28
სამართალი
გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, BMW X6-ის მარკის ძვირადღირებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციას გადაეცა
ავტორი:
30 ნოემბერი, 2015. 16:13


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, შსს-ს მიერ შეძენილი BMW X6-ის მარკის ძვირადღირებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციას გადაეცა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2011 წელს, შს სამინისტრომ შეიძინა BMW X6-ის მარკის ავტომანქანა, რომლის გამოშვების თარიღია 2008 წელი, ხოლო საბალანსო ღირებულება - 99 000 ლარი.



შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ამგვარი ტიპის ავტომანქანით არ უნდა სარგებლობდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები.

 

გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა საპატრულო პოლიციას, რათა ის უშუალოდ მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დამყარებას მოემსახუროს.

 

ზემოხსენებული ავტომანქანა გადავიდა რიგითი საპატრულო ეკიპაჟების განკარგულებაში და განკუთვნილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აქვე შევნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში ამ დროისთვის იმყოფება მსგავსი კატეგორიის კიდევ რამდენიმე ავტომანქანა, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე საპატრულო პოლიციას გადაეცემა", - ნათქვამია განცხადებაში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016