მუნიციპალური განვითარების ფონდი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების პრობლემას მოაგვარებს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე, დღეს, ითქვა, რომ შესაბამის სახსრეს ამისთვის დონორი ორგანიზაციები გამოყოფენ.
„იმ ოთხი ჭაბურღილის გარდა, რომელიც ჩვენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში - კოშკაში, გუგუთიანთკარში, ზარდიაანთკარსა და ხურვალეთში გავაკეთეთ, კიდევ ხუთი ჭაბურღილი გაკეთდება, ხუთ სხვა სოფლეში," - განაცხადა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
მისივე განცახდებით, ამ სამუშოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი შეასრულებს და ეს იქნება ამ ადამინებსითვის იმ პრობლემის მოგვარება, რომლის წინაშეც ისინი წლების განმავლობაში იდგნენ.
როგორც დღეს კომისიის სხდომაზე ითქვა, ხუთიდან ორი ჭაბურღილი წელსვე გაკეთდება, დანარჩენი სამი კი, მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდება.