reportiori.ge - ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ბრალდებულების მშობლები სუს-ის ქმედებებს აპროტესტებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:40
სამართალი
ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ბრალდებულების მშობლები სუს-ის ქმედებებს აპროტესტებენ
ავტორი:
01 დეკემბერი, 2015. 15:08

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. საქალაქო სასამართლოში სუს-ის მიერ დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.


ბრალდებლების მშობლები სუს-ის ღონისძიებებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ჩხრეკისას მათ შვილებს „ისლამური სახელმწიფოს" დროშები და საბრძოლო მასალები სამართალდამცველებმა „ჩაუდეს".


დაკავებულ ჯამბულ აბდულაევის დედა ამბობს, რომ სამართალდამცველები მათთან სახლში ხმაურით შეცვივდნენ, ჯერ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, შემდეგ კი ჩხრეკა დაიწყეს.


შეკითხვაზე - იცნობდა თუ არა მისი შვილი „ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოს მონაწილე ირემაძეს, მერი ვანიძე სამბობს, რომ იცნობდა - ის მეზობელი იყო. დაკავებულის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი სწორედ ირემაძესთან ნაცნობობის საფუძველზე დააკავეს.


„ჩემი შვილი იმ ღამეს ლოცვაზე იყო, რომ მოვიდა, დავიძინეთ. აფეთქების ხმასავით გავიგე, შემდეგ კი რკინის კარები ჩამოამტვრიეს და შემოვარდნენ, ბავშვს ხელები გაუკოჭეს და გარეთ გაიყვანეს. მერე დაიწყეს ჩხრეკა, ჯერ მეორე სართულს ჩხრეკდნენ, შემდეგ კი ქვემოთ ჩამოვიდნენ. ჩემი შვილის კარადა იმ ღამეს დავალაგე, იქ არ ყოფილა არანაირი დროშა და იარაღი. მათ ჩადეს იქ დროშა და იარაღი, რომელიც ჩემს შვილს არ ჰქონია.


 

მეზობლები იყვნენ და მათთან, რა თქმა უნდა, ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, სირიაში წასვლის მერე კონტაქტი აღარ ჰქონიათ. მათი მეზობლობის გამო დაიჭირეს ჩემი შვილი, რომელიც არ აპირებდა არსად წასვლას", - განაცხადა მერი ვანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


დაკავებულ მირიან ბერიძის მამა დურმიშხან ბერიძე აცხადებს, რომ მისი შვილი სავარაუდოდ იმიტომ დააკავეს, რომ გავრცელებული ვიდეოს მონაწილესთან ნათესაური კავშირი აქვს.  ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ მის შვილი სირიაში წასვლას არ გეგმავდა.


„ჩემი შვილი მეორე კურსის სტუდენტია, მორწმუნე ბიჭია. შესაძლოა, ამის გამო დააკავეს, ან იმიტომ, რომ ნათესაური კავშირი აქვს გავრცელებული ვიდეოს მონაწილე ირემაძესთან. ისინი დეიდაშვილები არიან", - განაცხადა დურმიშხან ბერიძემ.


კიდევ ერთი დაკავებულის - ლაშა გობაძის დედა მზევინარ გობაძე აცხადებს, რომ ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა მათ სახლში იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს" დროშა „ჩაუდეს":


„დილის 6:00 საათზე შემოამტვრიეს კარი - ჩხრეკა გვაქვსო. გავაფრთხილე, რომ სახლში ყურანის მეტს ვერაფერს იპოვიდნენ. 30 კაცი იყო მოსული, მძინარე ლაშა გააღვიძეს და წაიყვანეს, თან წაიღეს სახლიდან კომპიუტერის პროცესორი და ტელეფონები. რაც ხვიჩა დააკავეს, ვშიშობდი, ჩვენც არ შეგვხებოდნენ. დეიდაშვილები იყვნენ და ვიცოდი, რომ ჩემს შვილსაც საფრთხე ემუქრებოდა, რადგან 24 საათი ისინი ერთად იყვნენ. ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. ის ყურანსაც კითხულობდა და ბიბლიასაც და ამბობდა, რომ მათ შორის ბევრი საერთო იყო", - განაცხადა მზევინარ გობაძემ.







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016