reportiori.ge - 10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰიტლერზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:28
სხვადასხვა
10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰიტლერზე
ავტორი:
02 დეკემბერი, 2015. 11:51


ადოლფ ჰიტლერი ძალიან საკამათო ფიგურაა მსოფლიო ისტორიაში. გერმანიის მომავლის მისეულმა ხედვამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის დაწყება, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორია წარსულიდან და მასზე არაფერი ვიცით? წარმოგიდგენთ 10 ფაქტს ადოლფ ჰიტლერზე, რომელიც გაიძულებთ, სხვაგვარად შეხედოთ ამ პიროვნებას.




1. გადარჩენა

 

 

1894 წლის იანვარს პატარა ბიჭი ჩავარდა მდინარეში და იხრჩობოდა. ის შველას ითხოვდა. მისი ყვირილი  გამვლელმა მოზარდმა გაიგონა და გადაარჩინა. მომავალში გადამრჩენელი მღვდელი გახდა, ხოლო გადარჩენილი კი დიქტატორი ჰიტლერი.

 

 

2. გასაბერი თოჯინა

 

 

1941 წელს ჰიტლერმა დანიელ ექიმ ოლინ ჰამუსენს დაავალა, შეექმნა გასაბერი თოჯინა გალვანიზირებული პლასტიკისგან. ეს თოჯინა უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთი, რომელიც ჯარისკაცებს უნდა წაეღოთ ყველგან. ლიდერი დარწმუნებული იყო, რომ ეს თოჯინა აარიდებდა ჯარისკაცებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და დაიცავდა არიული რასის სიწმინდეს. მაგრამ ეს პროექტი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რადგან ქარხანა, რომელშიც ეს თოჯინები უნდა დაემზადებინათ, მოკავშირეებმა დაბომბეს.

 

 

3. წლის ადამიანი

 

 

1938 წელს ადოლფ ჰიტლერი ამერიკელებმა აღიარეს წლის ადამიანად, იმის გამო, რომ ის აქტიურად ავრცელებდა დემოკრატიას მსოფლიოში, ხოლო შემდეგ წელს ნობელის პრემიაზეც კი წარადგინეს, იმის გამო, რომ მან დაამყარა მშვიდობა ევროპაში. მაგრამ ჰიტლერმა თავის ჯილდო ვერ მიიღო, რადგან დაჯილდოების დროს ისევ იფეთქა ევროპაში კონფლიქტმა და ლაურეატების დაჯილდოება გადადეს.

 

 

4. ქალის ჰორმონები

 

 

ამერიკულ სპეცსამსახურებს განზრახული ჰქონდათ ჰიტლერის საჭმელში ქალის ჰორმონების ჩაყრა, რათა ის უფრო არააგრესიული და ქალური გამხდარიყო. ამ დროს ყველას უჩნდება კითხვა - რატომ ჰორმონები და არა შხამი? რა თქმა უნდა, შხამი ძალიან ეფექტური იქნებოდა, მაგრამ ჰიტლერს დეგუსტატორები ჰყავდა, რომლებიც ყველაფერს სინჯავდნენ, შესაბამისად, შხამის გამოყენებას აზრი არ ჰქონდა.

 

 

5. შემბრალებელი ტირანი

 

 

მთელი ომის მანძილზე ჰიტლერი ერთხელაც არ ყოფილა საკონცენტრაციო ბანაკში, რომლებიც მისი ბრძანებით აშენდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ალბათ, ჰიტლერი გრძნობდა, რომ სიკვდილისთვის განწირული ამდენი ადამიანის ნახვა მის ურყევ ნებას შეარყევდა და ვერ შეძლებდა დასახული მიზნების განხორციელებას.

 

 

6. პირველი სიყვარული

 

 

ცოტამ თუ იცის, რომ ადოლფ ჰიტლერის პირველი სიყვარული იყო ებრაელი - სტეფანი ისააკი, მაგრამ ჰიტლერს არასდროს ულაპარაკია მასთან. ჰიტლერის ერთ-ერთი მეგობარი ამტკიცებდა, რომ დიქტატორის მიზნებში შედიოდა ამ გოგონას მოტაცება და მასთან ერთად ხიდიდან გადახტომა. ომის შემდეგ სტეფანიმ ინტერვიუში თქვა, რომ არაფერი იცოდა ჰიტლერის გრძნობების შესახებ.

 

 

7. კოკაინით მკურნალობა

 

 

1944 წელს ადოლფ ჰიტლერის პირადმა ექიმმა თეოდორ მორელმა ჰიტლერს კოკაინი დაუნიშნა. თავის დოზას ჰიტლერი იკეთებდა დღე-ღამეში 2-ჯერ ინჰალატორით, ასევე  უმატებდა თვალების წვეთებში. კოკაინი ჰიტლერს დაუნიშნეს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი ცხვირისა და ყელის ტკივილის დროს. მაგრამ ამ პრეპარატს შეიძლებოდა უფრო საშინელი ეფექტი ჰქონოდა ვიდრე მის ავადმყოფობას. რამდენიმე ისტორიკოსის აზრით, ამ პრეპარატმაც იქონია გავლენა მის გადაწყვეტილებებზე.

 

 

8. გარდაცვალების დღე

 

 

არ არის ცნობილი, დამთხვევაა თუ არა, მაგრამ შეტყობინება ადოლფ ჰიტლერისა და ოსამა ბინ ლადენის გარდაცვალებაზე, გაკეთდა წლის ერთსა და იმავე დღეს - 1 მაისს.

 

 

9. მოწევასთან ბრძოლა

 

 

30-40-იან წლებში ჰიტლერი აქტიურად ებრძოდა თამბაქოს მოწევას. ჰიტლერს ეს ჩვევა ეზიზღებოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სიგარეტთან ბრძოლა. ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ისიც, რომ მეცნიერები ამტიცებდნენ, რომ მოწევა იწვევდა ბევრ ონკოლოგიურ დაავადებას.

 

 

10. პრობლემები პირად ცხოვრებაში

 

 

1916 წელს სომთან ბრძოლის დროს, ჰიტლერი დაიჭრა მუცელში და ერთი სათესლე ჯირკვალი დაკარგა. სქესობრივმა პრობლემებმა დიქტატორს მთელი ცხოვრება დაუნგრია, თვითონ ჰიტლერმა კი  მთელი ევროპა დაანგრია.

 

 

 

 

 

წყარო: einteres.ge

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016