reportiori.ge - რას გულისხმობს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში იქმნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:49
სამართალი
რას გულისხმობს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში იქმნება
ავტორი:
02 დეკემბერი, 2015. 14:00


მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, რომ პროკურატურაში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფარგლებში პროკურორების გადაცდომებს, ასევე დაწინაურების და მათი მუშაობის შეფასების საკითხს განიხილავენ.



მთავარი პროკურორი სისტემის ყველა რგოლის ხელმძღვანელს ხვდება და სამოქმედო გეგმას აცნობს.



შოთაძის თქმით, საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მოხდება გამომძიებლებისა და პროკურორების მუშაობის შეფასება. ასევე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის პროკურორთა წახალისება თუ დაწინაურება.

ასევე მისი თქმით, გადაცდომების შემთხვევაში განიხილება პროკურორების დასჯის საკითხი.


ირაკლი შოთაძის განცხადებით, საკითხი გადაწყდება არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიურად, საბჭოს ფარგლებში.



ირაკლი შოთაძემ მიმდინარე შეხვედრაზე მისი პროგრამის სხვა მიმართულებების შესახებაც ისაუბრა.



მთავარი პროკურორის განცხადებით, პროკურორებისა და გამომძიებლების შეფასება მოხდება ერთიან ელექტრონულ სისტემაში. კერძოდ, მისი თქმით, იარსებებს პროგრამა, სადაც იქნება კრიტერიუმების საფუძველზე მუშაობის შეფასება. თუმცა, როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, მხოლოდ ამ სისტემით არ მოხდება გარკვეული მუშაობის შეფასება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ პროკურორებისა და გამომძიებლების მუშაობა ობიექტურად შეფასდეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016