reportiori.ge - მთავარი პროკურორი მოქალაქეებთან შეხვედრის დღეს აწესებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:33
სამართალი
მთავარი პროკურორი მოქალაქეებთან შეხვედრის დღეს აწესებს
ავტორი:
02 დეკემბერი, 2015. 15:08


მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს სისტემის სხვადასხვა რგოლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დაწესდება კონკრეტული დღე, რა დროსაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მთავარ პროკურორს შეხვდნენ.



მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, პროკურატურა უფრო მეტად განვითარდეს. ამისათვის პროკურორების დამოუკიდებლობის გაძლიერება და გაზრდაა საჭირო, უნდა ამაღლდეს მათი კვალიფიკაცია, რისთვისაც ჩატარდება შესაბამისი სწავლებები და ტრენინგები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ურთიერთობის მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. თითოეული რაიონული ოლქის პროკურორთან მოქალაქეებს გამოეყოფათ ღია კარის დღე, რა დროსაც შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ მას. ასევე მე ვაპირებ დავაწესო კონკრეტული დღე, რა დროსაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა პირადად ჩემთან შეხვედრის და მათი ჭირ-ვარამის გაზიარების", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 


მისი თქმით, ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ პროკურორებმა კარგად გაიაზრონ და გაითავისონ, თუ რა აწუხებთ ხალხს და რა პრობლემებს ხედავენ პროკურატურის სისტემაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016